geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:55
კახეთის ენერგოდისტრიბუციას შესაძლოა, მფლობელი შეეცვალოს – მთავრობა კომპანიის აუქციონზე გატანას გეგმავს
2017-04-20 17:30:18
+
-

კახეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარებას მთავრობა გამანაწილებელი კომპანიის კიდევ ერთხელ გასხვისებით გეგმავს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია", რომელიც წლებია გაკოტრების რეჟიმშია, რამდენიმე თვეში აუქციონზე გამოვა.


ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიკა ვალიშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოდან კომპანიაში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა განხორციელდება.


„ჩვენ, სახელმწიფოს კომპანიის კერძო მფლობელობაში გადასვლის სურვილი გვაქვს, რადგანაც ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გამანაწილებელ კომპანიებში კარგად მუშაობს", - განაცხადა „ბიზნესკონტაქტთან" მარიკა ვალიშვილმა, აღნიშნა, რომ აქტივების შეფასებამ ძალიან დიდი დრო წაიღო და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოებია, რათა საწყისი სააუქციონო ფასის განისაზღვროს.


თავად კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე ავარიული გათიშვები 2900-დან 1000 ერთეულამდე შემცირდა. საოპერაციო თანხების სიმწირის მიუხედავად, რომელიც წლიურად დაახლოებით 3 მილიონია, კომპანია გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტ-ნაკლებად უმკლავდება.


ცოტა ხნის ისიც გახდა ცნობილი, რომ კომპანიას ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის'' მიმართ, 1 აპრილის მდგომარეობით - 2 385 431 ლარი მართებს და ამიტომ ელექტროსისტემა მეორე რიგის კრედიტორად იქნება აღიარებული.


ის, რომ "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ ინვესტორები დაინტერესდნენ ენერგეტიის მინისტრმა თებერვალში განაცხდა, თუმცა მაშინ კალაძემ ინვესტორთა დასახელება არ ისურვა.


შეგახსენებთ, 2008 წლის დეკემბრის ბოლოს ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა" შეიძინა. რომელსაც აუქციონის პირობების თანახმად რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 15 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ,,ახემა-გრუპის" მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, მის მიმარ გაკოტრები საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა.