geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:19
ცირკის კიბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
2017-04-19 10:00:26
+
-

თბილისში, გმირთა მოედანზე, ცირკის კიბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ტერიტორიაზე უკვე შეტანილია ნოყიერი მიწა და თესავენ ბალახს. ​როგორც "სითი კვირას" თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე უკვე დააგეს დეკორატიული ქვაფენილი, მოაწყეს ბორდიურები და მცენარეებისთვის სარწყავი სისტემა, დადგეს დეკორატიული საყვავილე ქოთნები, ასევე, ირგვება მარადმწვანე ხე-მცენარეები.

 

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გაკეთდა პანდუსი.

 

სამუშაოებს აწარმოებს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი შპს "არბა". პროექტის ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.

 

​დენდროლოგიური სამუშაოები ასევე მიმდინარეობს გმირთა მოედნის ესტაკადასთან, სადაც, განათავსეს დეკორატიული ქოთნები, აღდგენილია სარწყავი სისტემა.

 

​ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ამ ობიექტებზე მაისის პირველ ნახევარში დასრულდება.