geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:07
Apple -ის თანადამფუძნებელი მარსის კოლონიზაციას წინასწარმეტყველებს
2017-04-19 10:00:52
+
-

Apple -ის თანადამფუძნებელი მარსის კოლონიზაციას წინასწარმეტყველებს. სტივ ვოზნიაკი მიიჩნევს, რომ 60 წლის შემდეგ ადამიანები მარსის ათვისებას და იქ მოწყობილ „ჭკვიან ქალაქებში" ცხოვრებას შეძლებენ.

 

USA Today-ს ინფორმაციით, პროგნოზი ვოზნიაკმა სან-ფრანცისკოში, მომავალ უქმეებზე, დაგეგმილი კონფერენციის წინ გააკეთა. კონფერენცია იმართება თემაზე - „კაცობრიობის მომავალი: სად ვიქნებით 2075 წელს".

 

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ დედამიწა იქნება ადგილი ცხოვრებისთვის, მარსი კი, მძიმე მრეწველობისთვის. ელის, რომ ნახევარ საუკუნეში ადამიანები მარსზე დასახლდებიან და იქ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად იმუშავებენ.

 

ამასთან, ვოზნიაკს არ ელის, რომ იმ დროისათვის ადამინები არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას შეძლებენ - „ცდა შეიძლება, თუმცა დიდი იმედები არ მაქვს", - ამბობს დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის თანადამფუძნებელი.

gbc.ge