geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:09
რუსული ენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოპულარობას კარგავს
2017-04-18 20:30:50
+
-

რუსული ენა ბოლო წლების განმავლობაში როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოპულარობას და პოზიციებს კარგავს, - წერს Financial Times-ი.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს საერთაშორისო არენაზე რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს ფუნქცია აღადგინოს უკრაინასა და სირიაში სამხედრო ქმედებებით, რუსული ენის პოზიციების დაკარგვის ტენდენცია მოსკოვის გავლენის მკვეთრ ვარდნას უსვამს ხაზს.

 

გაეროს მონაცემებით რუსული ენის პოპულარობის დაკარგვის პროცესი ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს ყაზახეთში, სადაც 1994 წელს ოჯახში რუსულად საუბრობდა მოსახლეობის 33,7%, 2016-ში კი - 20,7%. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება, მითუმეტეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიიღო ყაზახური ენის სლავურიდან ლათინურ შრიფტზე გადაყვანის გადაწვეტილება", - წერს გამოცემა.

 

ამასთან, ესტონეთში და ლატვიაში რუსულენოვანი მოქალაქეები რაოდენობა შემცირდა 10%-ით, მსგავსი სიტუაციაა უკრაინაშიც. შემცირდა რუსულად მუდმივად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა აზერბაიჯანში, ლიტვაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ეს ქვეყნები იყვნენ საბჭოთა რეჟიმის ტყვეობაში და მისგან გათავისუფლების შემდეგ მათ ასევე მოინდომეს ყველაფრის მოშორება, რაც უკავშირდებოდა ამ რეჟიმს. ეს შეეხო რუსულ ენასაც.

 

რუსეთთნ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსულენოვანი მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა 1,1%-მდე, ხოლო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სკოლებში რუსული ენის მაგიერ ინგლისური ენის მასობრივი სწავლება დაამკვიდრა.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნები ცდილობენ რუსული ენის მოქმედების არეალიდან გასვლას, რადგან მათ აშინებთ რუსული კულტურული და პოლიტიკური გავლენა, პირველ რიგში რუსული პროპაგანდა, რომლის მიზანიცაა მათ შიდა საქმეებში ჩარევა.

 

განსხვავებული სიტუაცია მხოლოდ - ბელარუსში, სადაც 1994 წელს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლიდა რუსულს მშობლიურ ენად, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი შეადგენს 71%. ეს არის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დამსახურება, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანტიდასავლური განწყობის გამო ჩაატარა რეფერენდუმი და აღიარა რუსული როგორც მეორე სახელმწიფო ენა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: Financial Times