geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:49
საქართველო წელიწადში საშუალოდ 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს
2017-04-19 10:00:36
+
-

​„ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ" ახალი კვლევები გამოაქვეყნა. კვლევების მიხედვით ირკვევა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე წელიწადში რამდენ კილოგრამ ყავას მიირთმევს. რეიტინგში პირველ პოზიციებს ძირითადად სკანდივანიური ქვეყნები იკავებენ.

 

პირველ ადგილზე ფინეთი გავიდა, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში 12 კილოგრამ ყავას მოიხმარს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 1.3 კილოგრამ ყავას მოიხმარს. ამ მონაცემებით საქართველო უკანა პოზიციებზე მოექცა.

 

თუ ერთი ადამიანის მიერ მოხმარებულ ყავის ოდენობას, საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე გავამრავლებთ, ვნახავთ რომ ჯამში, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს.

 

Top 10-ეული ასე გამოიყურება:

 

​ფინეთი - 12 კგ.

​ნორვეგია - 9.9 კგ.

​ისლანდია - 9კგ.

​დანია - 8.7 კგ.

​ნიდერლანდები - 8.4

​შვედეთი - 8.2 კგ.

​შვეიცარია - 7.9 კგ.

​ბელგია - 6.8 კგ.

​ლუქსემბურგი - 6.5

​კანადა - 6.2

 

ავტორ(ებ)ი: 1tv.ge