geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:18
გერმან გრეფი რუსეთის საგადასახადო სისტემას აკრიტიკებს
2017-04-18 15:30:40
+
-

რუსეთს სჭირდება საგადასახადო სისტემა, რომელიც შეამცირებს ზეწოლას ბიზნესზე და ასევე გაათავისუფლებს კეთილსინდისიერ გადამხდელებს შემოწმებებისგან - თვლის „სბერბანკის" პრეზიდენტი გერმან გრეფი.

 

„საჭიროა ბიზნესის სტიმულირება, მათ შორის საგადასახადო ტვირთის შემცირების გზით. უნდა შემცირდეს ასევე ადმინისტრაციული ზეწოლა, გაუქმდეს შემოწმებები იმ შემთხვევებში, როდესაც ბიზნესი გამჭვირვალეა და პატიოსნად იხდის ყველა გადასახადს. რა უნდათ ამ დროს იქ საგადასახადო ექსპერტებს?" - თვლის ბანკირი.

 

ასევე, მისი აზრით, უნდა შემცირდეს კომპანიებს და საგადასახადო სამსახურს შორის მოძრავი დოკუმენტაციის რაოდენობაც.

 

„უნდა იყოს პრინციპულად განსხვავებული საგადასახადო კანონმდებლობა, როგორც ადმინისტრირების, ასევე ფისკალური ტვირთის თვალსაზრისითი. ჩვენთან ტვირთი ძალიან დიდია, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ ნომინალურ განაკვეთებთან, არამედ ბიზნესზე დიდ ზეწოლასთან და პროცედურების არასრულყოფილებასთან" - ამბობს გერმან გრეფი.

 

მისი თქმით, რუსეთში საგადასახადო ტვირთი მაღალია, ის განვითარებული ევროპული ქვეყნების ანალოგიურია. 

 

„ეს ზეწოლა უნდა მოიხსნას ბიზნესს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დამყარებით", - განაცხადა გრეფმა.

 

ავტორ(ებ)ი: РИА Новости