geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:52
თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილმა ოჯახებმა კომპენსაციის მიღებაზე გადაწყვეტილება 25 აპრილამდე უნდა მიიღონ
2017-04-19 12:00:08
+
-

თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილ 10 პირს კომპენსაციის მისაღებად ვადა 25 აპრილამდე აქვს. ამის შესახებ „კომერსანტს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს. მათი თქმით, თუ ისინი თანახმა არ იქნებიან,  რათა ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებაროს და კონპენსაცია აიღონ, მაშინ ფონდი მათ წინააღმდეგ სასამრთლოს მიმართავს.


როგორც ცნობილია, თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილი 10 პირის ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.



ექსპროპრიაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეკონომიკის მინისტრის თანხმობა უკვე მიღო. საუბარია იმ პირებზე, ვისთანაც ქონების დათმობაზე შეთანხმება ვერ მოხდა.



როგორც ცნობილია, შენდება თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალი, სულ 17 კილომეტრი.



სამშენებლო არეალში მოყოლილი უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია.


 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი