geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:45
NASA 5 წელში დაბერების საწინააღმდეგო აბებს გამოუშვებს
2017-04-18 10:00:45
+
-

NASA -ს მეცნიერები ინოვაციური პრეპარატების შექმნით არიან დაკავებულნი. ეს პრეპარატები განკუთვნილია იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი კოსმოსური ფრენებისთვის ემზადებიან. კერძოდ, ახალი პრეპარატები კოსმონავტებს მარსზე ექსპედიციის დროს რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავს.

 

საყურადღებოა, რომ ამ სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ჩვენი პლანეტის რიგით მცხოვრებლებსაც გაუხანგრძლივონ სიცოცხლე. ამ ეტაპზე სპეციალისტები აცხადებენ, რომ "ინოვაციური აბები" ადამიანის ორგანიზმში დაზიანებულ დნმ-ს აღადგენს. სწორედ ასეთი ეფექტი მიიღეს მკვლევარებმა მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ვირთაგვების დნმ ახალგაზრდა ცხოველების გენთა სტრუქტურისაგან არ განსხვავდებოდა.

 


ინოვაციური პრეპარატების შესწავლა (გამოცდა) ადამიანებზე შემოდგომით დაიწყება. როგორც მეცნიერები აცხადებენ, დაბერების საწინაღმდეგო ეს ეფექტური და იმავდროულად უსაფრთხო ახალი პრეპარატები ბაზარზე დაახლოებით ხუთ წელიწადში გამოჩნდება.

ავტორ(ებ)ი: allnews.ge