geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:17
Nike, Chanel, Ebay - პოპულარული ბრენდების მფლობელი მილიარდერები
2017-04-17 18:00:11
+
-

რეალურად ვის ეკუთვნის მსოფლიოში პოპულარული ბრენდები? ამის გარკვევას Forbes.ru შეეცადა. „კომერსანტი" გთავაზობთ პოპულარული ბრენდების მფლობელი მილიარდერების სიას.

 

 

Lego


კიელდ კირკ კრისტიანსენი (21,1 მლრდ. დოლარი)

 

სათამაშო-კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელი 1979-2004 წლებში. კიელდს და მის 3 სრულწლოვან შვილს ეკუთვნის Lego-ს აქციების 75%.

 

 

Chanel


ალენ ვერტჰაიმერი (11,8 მლრდ. დოლარი)

 

ჟერარ ვერტჰაიმერი (11, 8 მლრდ. დოლარი)

 

ფრანგული ბრენდი Chanel ეკუთვნის შვეიცარიელ ძმებს ჟერარ და ალენ ვერტჰაიმერებს. ჟერარი ასევე ხელმძღვანელობს იგივე ბრენდის საათების მწარმოებელ კომპანიას. მათი ბაბუა პიერ ვერტჰაიმერი 1920-ან წლებში თანამშრომლობდა კოკო შანელთან.

 

 

Cartier


იოჰან რუპერტი (6,1 მლრდ. დოლარი)

 

ბრენდი Cartier, ისევე როგორც Montblanc, ეკუთვნის ფუფუნების საგნების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანიას Compagnie Financiere Richemont-ს ხელმძღვანელს იოჰან რუპერტს.

 

ბიზნესმენის თქმით, ცხოვრებაში ის ყველაზე მეტად ნანობს იმას, რომ იყიდა Gucci-ს აქციების მხოლოდ ნახევარი, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო 175 მლნ. დოლარად ეყიდა მთელი კომპანია. ამიტომ ის ყოველთვის ურჩევს დამწყებ მეწარმეებს მიენდონ ინსტინქტებს.

 

 

Red Bull

 

დიტრიხ მატეშიცი, 13,4 მლრდ. დოლარი.

 

გერმანული კომპნიის Blendax-ს მარკეტინგის განყოფილების ყოფილი უფროსი დიტრიხ მატეშიცი არის კოპპანია Red Bull-ის თანადამფუძნებელი. ამ ბიზნესში მისი პარტნიორია ტაილანდელი ჩასლეო იოვიდხია. დაარსების დღიდან მათ დადეს ფსონი აგრესიულ მარკეტინგზე, რომლის მიზანიც იყო ბრენდის გადაქცევა ექსტრემალურ გართობების სიმბოლოდ. კერძოდ, კომპანიამ დააფინანსა ავსტრიელი ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომი პარაშუტით სტრატოსფერიდან, 36 კილომერტის სიმაღლიდან.

 

 

Ebay


პიერ ომედიარი, $8 მლრდ.

ჯერ სკოლი $4,3 მლრდ.

მეგ უიტმენი, $2,3 მლრდ.

 

პიერ ომიდიარი არის eBay-ს დამფუძნებელი, ასევე დირექტორთა საბჭოს წევრი და შვილობული კომპანია PayPal-ს ხელმძღვანელი. ჯეფ სკოლი - eBay-ს ყოფილი ხელმძღვანელია, მან დატოვა კომპანია 2001 წელს. მილიარდები იშოვა ინტერნეტ-რიტეილერის აქციების ვაჭრობით. მეგ უიტმენს ეკავა Hewlett Packard Enterprise-ის გენერალური დირექტორის პოსტი, თუმცა მან იშოვა მილიადრები eBay-ს აქციებით ვაჭრობით.

 

 

Hermes


ნიკოლა პიუში ($2,3 მლრდ.)

 

ნიკოლა პიუში არის ემილ-მორის ერმეს შთამომავალი, რომელმაც შექმნა მოდის სახლი Hermès. ამჟამად კომოპანიის შემოსავალი აღემატება 5 მლრდ. დოლარს. პიუშს ეკუთვნის აქციების 6%. ერმეს ოჯახს ეკუთვნის კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი, რომლის გაყიდვის უფლებაც მათ არა აქვთ 20 წლის განმავლობაში.

 

 

Gucci

 

ფრანსუა პინო, ($15,7 მლრდ.)

 

ფრანსუა პინოს და მის ოჯახს ეკუთვნის მოდური ბრენდები Gucci, Stella McCartney, Alexander McQueen და Yves Saint Laurent. ისინი ასევე ფლობენ აუქციონ Christie's-ს, 4 მეღვიონეობას და 3 ფრანგულ გამომცემლობას. მათ საკუთრებაშია 3000 ექსპონატიდან შემდგარი კოლექცია, რომელიც, მათ შორის, არის პიკასოს ნამუშევრები.

 

 

Starbucks


ჰოვარდ შულცი, ($3 მლრდ.)

 

ჰოვარდ შულცმა იყიდა Starbucks 1987 წელს, ხოლო 2008-ში ისევ დაიკავა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი. ამის შემდეგ კომპანიის აქციები გაძვირდა 5 ჯერ.

 

 

Intel


გორდონ მური ($7,3 მლრდ.)

 

გორდონ მური არის სილიკონის ველის ერთ-ერთი პიონერი. მან კომპანია Fairchild Semiconductor 1957 წელს დააფუძნა, შემდეგ დატოვა ის და შექმნა Intel, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალური დირექტორის სტატუსით 10 წელი, როგორც კომპანიის თავმჯდომარე - კიდევ 10 წელი. 1997 წელს მური გავიდა პენსიაზე.

 

 


Nike

ფილ ნაიტი ($26,2 მლრდ.)

 

ნაიტი არის სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის Nike-ს დამფუძნებელი. მუშაობდა კომპანიაში 52 წელი და გავიდა პენსიაზე 2016 წელს. კომპანიის მეორე თანადამფუძნებელია ბილ ბაურემანი - მან და ფილ ნაიტმა კომპანიის შექმნაში 500-500 დოლარი ჩადეს.

 

 

Louis Vuitton

 

ბერნარ არნო, ($41,5 მლრდ.)

 

ბერნარ არნო აკონტროლებს 70 ბრენდისგან შემდგარ იმპერიას - მათ შორის Dom Perignon, Bulgari, Louis Vuitton, Sephora და Tag Heuer. მისი მმართველობაშია 3 900 მაღაზია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არნო ხელმძღვანელობს ჰოლდინგს 1989 წლიდან, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები გაიზარდა 40 მლრდ. დოლარამდე.

 

 

BMW


სტეფან კვანდტი ($18,3 მლრდ.)

 

სიუზანა კვანდტი ($20,4 მლრდ.)

 

სტეფან კვანდტი არის აწ განსვენებული გერბერტ და იაჰანა კვანდტების შვილი, ის ფლობს კონცერნ BMW AG-ის აქციების 26%, მისი და სუიზანა - 20,8%-ს. ორივე არის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სტეფანი არის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სავარაუდოდ, ის გახდება საბჭოს თავჯდომარე.

 

 

Coca-Cola


სოლ დაურელა ($1,1 მლრდ.)

 

სოლ დაურელა არის Coca Cola European Partners PLC-ის გენერალური დირექტორი. კონცერნი შეიქმნა 2015 წელს Coca-Cola Iberian Partners SA-ის, გერმანული Coca-Cola Erfrischungsgetränke AG-ს და ამერიკული Coca-Cola Enterprises-ის შერწყმის შედეგად. სოლ დაურელას საკუთრებაშია Coca-Cola-ს აქციების 6%.