geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 12:38
Mugsy's Burger - "ბიზნესის დაწყებისას ყველაზე რთული სტაბილურობის შენარჩუნება აღმოჩნდა"
2017-04-20 10:00:08
+
-

Mugsy's Burger-ი ორი მეგობრის ირაკლი გორდელაძისა და ალექსანდრე ღვალაძის მიერ 10 000 ლარად წამოწყებული ბიზნესია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი გორდელაძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებას საგადასახადო თვალსაზრისით მცირე ბიზნესისთვის გარკვეული სახის შეღავათები უნდა ჰქონდეს დაწესებული. კომპანია ამჟამად დედაქალაქში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი და წელს მესამეს გახსნაც იგეგმება.

"Mugsy's Burger-ში ყველა კერძი ჩემი რეცეპტით მზადდება. მისი პირველი ფილიალი 2016 წლის 3 მარტს გავხსენით და ამისთვის მხოლოდ ორი კვირა დაგვჭირდა. Mugsy's Burger-ის შექმნის მიზანი იყო ის, რომ ბაზარზე გემრიელი ბურგერები ხელმისაწვდომ ფასად შემოგვეტანა. ჩვენი ბურგერები გაუყინავი პროდუქტებისგანაა დამზადებული.


ამ ეტაპზე მომხმარებელს უკვე ათამდე სახეობის ბურგერს ვთავაზობთ. ბიზნესის წამოსაწყებად საწყისი კაპიტალი 10 000 ლარი იყო. მე და ჩემმა მეგობარმა, ახლა უკვე ბიზნეს პარტნიორმაც, საკუთარი ინვესტიციით შევქმენით ჩვენი ბიზნესი." - განაცხადა ირაკლი გორდელაძემ.

 

 

ირაკლი გორდელაძის თქმით, Mugsy's Burger-ი წელს მესამე ფილიალსაც გახსნის.

 

„თავდაპირველად, როდესაც ბიზნესი წამოვიწყეთ ყველაზე რთული სტაბილურობის შენარჩუნება აღმოჩნდა. თავი ყოველდღიურმა პროცესებმა იჩინა. ამჟამად ორი ფილიალი გვაქვს და წელს მესამეს გახსნასაც ვგეგმავთ. ჩვენთან ბურგერები კონკურენტებზე საშუალოდ ორჯერ უფრო იაფია.

 


"ხელისუფლებას მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო კუთხით გარკვეული ტიპის შეღავათები უნდა ჰქოდნეს.
არ შეიძლება სწრაფი კვების ობიექტმა გადასახადი სამშენებლო კომპანიის მსგავსად იხადოს." -აღნიშნა გორდელაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე