geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:05
Ford-მა წარმოდგინა საბავშვო საწოლი, რომელიც მანქანით მგზავრობის იმიტაციას ქმნის
2017-04-12 10:00:42
+
-

TechCrunch-ინფორმაციით, ავტომობილების მწარმოებელმა Ford-მა წარმოადგინა ბავშვის საწოლი Max Motor Dreams, რომელიც მანქანით სეირნობის იმიტაციას ქმნის, საწოლი ღამის ქალაქში მოძრაობის იმიტაციას აკეთებს, ხოლო ძრავის ხმა ბავშვს დაძინებაში ეხმარება. კომპანიაში თვლიან, რომ იგი ბევრ მშობელს ბავშვის დაძინებაში დაეხმარება და მათ აღარ მოუწევთ პატარის ღამით გასეირნება.

 

მანქანაში დამონტაჟებულია დიოდური ლამფები, რაც ქუჩის ფარნების რბილი განათების ილუზიას ქმნის. მშობლებს შეუძლიათ ჩაიწერონ ბავშვის საყვარელი ხმები, ვინაიდან საწოლი სპეციალური მობილური მოწყობილობით იმართება.

 

ჯერჯერობით მსაგავი საწოლის მხოლოდ ერთი ნიმუში არსებობს. ამ ეტაპზე კომპანია არ გეგმავს მის მასობრივ წარმოებას. ამასთან, TechCrunch-ის ვარაუდით, მომხმარებლის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, Ford-ს შეუძლია გამოუშვას შეზღუდული რაოდენობის საწოლი.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: Forbes.ru