geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:08
Galaxy S8 iPhone 7-ზე უფრო გამძლე აღმოჩნდა (ვიდეო)
2017-04-10 10:00:33
+
-

YouTube არხის ერთ-ერთმა ავტორმა, TechRax-მა Samsung Galaxy S8-სა და iPhone 7-ს გამოცდა მოუწყო: მან 1.5 მეტრის სიმაღლიდან, სმარტფონების სიმყარის გამოსაცდელად, ორივე ტელეფონი მიწაზე დააგდო.

 

დავარდნის შემდეგ ორივე სმარტონს დაზიანება შეენიშნებოდა. iPhone 7-ის ეკრანზე რამდენიმე ბზარი გაჩნდა, ხოლო Samsung Galaxy S8-ს კუთხეები დაუზიანდა. ამასთან, iPhone 7-ს ჩართვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა მაშინ, როდესაც Samsung Galaxy S8 უპრობლემოდ ფუნქციონირებდა.

 

Samsung-მა სმარტფონები, Galaxy S8 და S8 Plus-ი 29 მარტს ნიუ-იორკში წარადგინა. ეკრანის რეზოლუცია 2960 x 1440 პიქსელია, აქვს 64 GB მეხსიერება (გაზრდის პერსპექტივით) და 4 GB ოპერატიული მეხსიერება.