geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:09
კოსმოსური ომები: ელონ მასკის წარმატებულმა პროექტმა რუსულ „როსკოსმოსს" ბაზარზე პოზიციები დაათმობინა
2017-04-09 20:00:09
+
-

ელონ მასკის კომპანია SpaceX-მა 31 მარტს კოსმოსში რაკეტა Falcon 9-ს წარმატებული განმეორებითი გაშვება განახორციელა, რომლის დროსაც დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი SES-10. შემდეგ ხომალდი წარმატებით დაეშვა კანავერალის კოსმოდრომზე. SpaceX არ გეგმავს გაჩერებას და 2017 წლის განმავლობაში 27 კომერციული გაშვების განხორციელებას აპირებს.

 

4 წლის წინ კომერციული კოსმოსური ფრენების ბაზარს ფაქტობრივად, 2 მსხვილი მოთამაშე - რუსეთი და ევროკავშირი იყოფდა. სხვა ქვეყნების - აშშ-ს, ინდოეთის, ჩინეთის და იაპონიის - წილი ამ სეგმენტში იყო უმნიშვნელო, თუმცა ამერიკული კერძო კომპანიის SpaceХ-ს გამოჩენამ სერიოზულად შეცვალა სიტუაცია ბაზარზე, რადგანაც მან არათუ დაიმკვიდრა ადგილი, არამდე „კომერციულ კოსმოსში" ლიდერის პოზიცია დაიკავა.

 

კომერციული კოსმონავტიკის ბაზრის 90% შეადგენს სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების გაშვება, დანარჩენი 10% მოდის ექსპერიმენტალურ კოსმოსურ აპარატებზე, დისტანციური ზონდირების თანამგზავრებზე და ა.შ.

 

2014 წელს რუსული „პროტონ-M"-ის ერთი კომერციული გაშვება ღირდა 90-100 მლნ. დოლარი, ევროპული Ariane 5-ის უფრო ძვირი - 180-200 მლნ. დოლარი, რადგანაც აპარატს შეუძლია გაიყვანოს ორბიტაზე ერთდროულად 2 თანამგზავრი.

 

2012 წელს SpaceX პირველად გაუშვა კოსმოსში კერძო რაკეტა Falcon 9. შემდგომი 3 წლის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა 20 წარმატებული გაფრენა, რომლის ღირებულებაც არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე აქამდე იყო - 62 მლნ. დოლარი. ამის გამო რუსეთს მოუწია „პროტონ-მ"-ს მომსახურებაზე ფასის დაკლება 70 მლნ. დოლარამდე.

 

თუმცა ამ შემთხვევაში მოხვდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც ელონ მასკმა უწოდა „რევოლუცია კოსმოსურ ფრენებში" - SpaceX-მა წარმატებით გაუშვა კოსმოსში ერთი და იგივე რაკეტა მეორედ. მისი თქმით, ეს გააიაფებს კომერციულ კოსმოსურ ფრებენს 30-40%-ით.

 

თუ ეს გათვლები გამართლდა, კომერციული კოსმოსის ბაზარს ელოდება ფასთა ომის და დემპინგის მორიგი ტალღა.

 

თუმცა, რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიის წევრი ალექსანდრ ჟელეზნიაკოვი თვლის, რომ ფასების არ შემცირდება 20%-ზე მეტად, მაგრამ მოძველებული რუსული კოსმოსური ხომალდებისთვის ესეც სერიოზული პრობლემა იქნება

 

„როსკოსმოსს ძალიან გაუჭირდება ფასის დაკლება - ჩვენი ტექნოლოგიები მოძველდა, გვაქვს საკადრო პრობლემები. ალბათ, ქვეყანამ აირჩია კოსმოსური დარგის განვითარების არასწორი სტრატეგია" ‘- თვლის მეცნიერი.

 

მისი თქმით, რუსულ მრავალჯერადი რაკეტის პირველი ცდები დაგეგმილია მხოლოდ 2031 წელს, შესაბამისად, ქვეყანა არათუ არ ეწევა კონკურენტებს, არამედ ჩამორჩება მათ.

 

საბოლოოდ ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ მასკი გადაიბირებს რუსული კომერციული კოსმოსის კლიენტებს და რუსეთს ამ ბაზრიდან გააძევებს.

 

არადა, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა ამ ბაზარზე ლიდერის პოზიციებს. ახლა მან ეს პოზიცია პირველად დაუთმო ამერიკას დ ჩინეთს.

 

„2016-ში რუსეთმა განახორციელა 18 წარმატებული გაშვება, მათ შორის 2 კომერციული, აშშ-მ - 22, მათ შორის 11 - კომერციული, ჩინეთმა - 21, მათ შორის 1 კომერციული, ევროკავშირმა - 11 - და 11-ვე კომერციული. პოზიციების დათმობა აიხსნება დაფინანსების შემცირებით და წარუმატებელი გაშვებების გამო გაუარესებული რეპუტაციით" - განაცხადა ჟელეზნიაკოვმა.

 

2016 წლის განმავლობაში რუსეთის კოსმოსურმა დარგმა გადაიტანა რამდენიმე სკანდალი - მაგალითად, 2016 წლის ივნისში „პროტონის" გაშვება შეფერხდა ტექნიკური პრობლემების გამო, დეკემბერში კი რაკეტის ძრავში აღმოჩენილი ნაგვის გამო.

 

2017 წლის იანვარში „როსკომოსმა" გაიწვია უკან ვორონეჟიოს მექანიკურ ქარხანაში დამზადებული სარაკეტო ძრავები, თურმე რამდენიე ნაწილი დამზადებული იყო რკინის და ალუმინისგან, იმის მიუხედავად, რომ ტექნოლიგიაში გათვალისწინებული იყო ძვირფასი ლითინები. ამის გარდა, ძრავებში აღმოჩენილ იქნა ნაგავი.

 

ჟელეზნიაკოვის აზრით, კლიენტების დაკარგვა დაკავშირებულია ასევე იმასთან, რომ რუსეთს დაწესებული აქვს სანქციები.

 

„ვაშინგტონს და მოსკოვს შორის კონფლიქტის ფონზე არავის არ სურს რუსეთთან სარისკო კონტრაქტების გაფიორმება. თანამგზავრი ღირს 150-300 მლნ. დოლარი და მან უნდა მოუტანოს მფლობელს მოგება. მაგალითად, მილიარდი დოლარი 15 წლის განმავლობაში. ამიტომ არავინ არ წავა აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭებაზე" - თვლის მეცნიერი.

 

თანაც „როსკოსმოსის"ბიუჯეტი ამჟამად შეადგენს 3 მლრდ. დოლარს, NASA-ს - თითქმის 18 მლრდ-ს.

 

„ეს აღემატება ყველა სხვა ქვეყნის კოსმოსური ბიუჯეტს ერთად აღებულს. რუსეთის, ევროკავშირის, ინდოეთის და ჩინეთის კოსმოსური დარგების ბიუჯეტები ერთად აღებული არ აღწევს NASA-ს ბიუჯეტის ნახევარსაც კი. მასკის შეკვეთების 50% კი მოდის სწორედ NASA-ზე" - აღნიშნავს ჟელეზნიაკოვი.

 

SpaceX-ის წარმატება ართულებს რუსეთისთვის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას. ბოლო წლების მგანმავლობაში ევროპამ შეინარჩუნა თავისი წილი კომერციულ კოსმოსში, რუსეთი კი თავის ადგილს ამერიკას უთმობს.

 

 

ავტორ(ებ)ი: rbc.ru