geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:36
რუსული შოკოლადნიცა საქართველოში კაფეებს გახსნას გეგმავს
2017-03-20 16:24:09
+
-

კომპანია „შოკოლადნიცა" საქართველოში ქსელის განვითარებას გეგმავს. კომპანიის ცნობით, თბილისში ერთდროულად 5 ობიექტი გაიხსნება, მოლაპარაკება ქართველ პარტნიორებთან ხელმოწერის სტადიაშია. ვინ არიან პარტნიორები არ დასახელებულა.

 

რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში კაფეების ცნობილი ბრენდი წელს სამხრეთ კავკასიაში ფრანშიზების მეშვეობით 10 ობიექტის გახსნას გეგმავს.

 

ბრენდი შესულია აზერბაიჯანში, ბაქოში უკვე გაიხნა „შოკოლადნიცას" ბრენდით ორი კაფე და კიდევ ორი „კოფე ჰაუსის" ბრენდით წლის ბოლომდე გაიხსნება. განიხილება კაფეების გახსნა ერევანშიც.

 

კომპანია ფლობს ორ ქსელს „შოკოლადნიცას" და „კოფე ჰაუსს" და 2008 წლიდან ფრანჩაიზინგით აქტიურად ავითარებს მათ. კომპანიაში ამბობენ, რომ 1 კაფეს გახსნისთვის დაახლოებით, 3-დან 15 მლნ რუბლამდე ინვესტიციაა საჭირო. (100 რუბლი = 4.30 ლარი)

 

მათივე განცხადებით, დღეისათვის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კვების სექტორის წლიური ჯამური ბრუნვა, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 3 მლრდ დოლარია.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: gbc.ge