geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:47
რუსეთი და სომხეთი ირანისთვის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ქმნიან
2017-03-19 18:00:07
+
-

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მოსკოვური ვიზიტისას სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა ერთობლივი თავისუფალი ზონის შექმნის იდეა - წერს რუსული gazeta.ru.

 

სხვა წყაროებთან ერთად, ეს დაადასტურა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის უფროსმა კირილ დმიტრიევმა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ასეთი ზონა გაიხსნება წლის ბოლომდე და ის განთავსედა სომხეთის ქალაქ მეგრიში.

 

თიზ-ის რეზიდენტი შესაძლებელია 100-დან 120-მდე კომპანია გახდეს. მის ორგანიზებაზე კი 32 მლნ დოლარი დაიხარჯება
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 10 წლის განმავლობაში ინვესტიციებმა ზონაში შესაძლებელია მიაღწიოს 400 მლნ. დოლარს, ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება კი იქნება დაახლოებით 80 - 100 მლნ დოლარი.

 

თუ თავისუფალი ზონა მართლაც გაიხსნება, ეს იქნება უპრეცედენტო ფაქტი ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რადგანაც იქ მოქმედი კომპანიები გათავისუფლდებიან დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადებისგან.

 

ზონის კიდევ ერთი თავისებურება იმაშია, რომ მეგრი მდებარეობის სომხეთის და ირანის საზღვარზე. ერევანში არც მალავენ, რომ თავისუფალი ზონის მთავარი მიზანია ირანული ინვესტიციების მოზიდვაა.

 

სავაჭრო ბრუნვა სომხეთს და ირანს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში აშკარად ჩამორჩება ქვეყნების შესაძლებლობას და შეადგენს მხოლოდ 270 მლნ. დოლარს, თანაც სომხეთიდან ირანში მიდის ძირითადად 70 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია.

 

შემაკავებელ ფაქტორებს შორის მთავარი იყო დასავლეთის მიერ ირანის წინაამღდეგ დაწესებული სანქციები, თუმცა ამჟამად მათი დიდი ნაწილი გაუქმებულია და სომხეთი იმედოვნებს, რომ შეძლებს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, მათ შორის სასაზღვრო თავისუფალი ზონის შექმნით.

 

ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო აპირებს შეათანხმოს რუსეთთან და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებთან საქონლის ჩამონათვალი, რომელზეც შემცირდება ან გაუქმდება საბაჟო ტარიფები.

 

ამის გარდა, ირანს და ევრაზიული კავშირის ქვეყნებს მოუწევთ საქონლის სერტიფიცირების და საბანკო გადარიცხვების პრობლემების გადაწყვეტა.

 

სომხეთის ეკონომიკის სამინინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე ირანულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა თავისუფალ ზონაში საწარმოს გახსნის სურვილი. თიზ-ით ასევე დაინტერესებულები არიან ჩინელები.

 

თუმცა გაუგებარია ინტერესი რუსეთის მხრიდან, რადგანაც თუ ზონაში დარეგისტრირდება მაღალტექნოლოგიური კომპანიები და ირანული ნავთობგადამამუშავებელი საწამოები, ეს ნიშნავს რუსეთისთვის ძლიერი კონკურენტების შექმნას იმ დარგებში, სადაც ის ტრადიციულად ძლიერია.

 

თუმცა, როგორც ჩანს, კრემლში ამ საკითხს უყურებენ სხვანაირად - რუსული ბიზნესი დაინტერესებულია სომხეთის ეკონომიკის ზრდით, რადგანაც რუსულმა ინვესტიციებმა ამ ქვეყანაში გადააჭარბა 3 მლრდ. დოლარს. სომხეთში ფუნქციონირებს 2000-მდე კომპანია რუსული კაპიტალის მონაწილეობით. ასევე განიხილება ქვეყნებს შორის ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობის საკითხიც.

 

თავად სომხეთში საზოგადოებრივი აზრი ევრაზიული პროექტების მიმართ არაერთგვაროვანია. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გრანტ ბაგრატიანი თვლის, რომ სომხეთის ადგილი არაა ევრაზიულ კავშირში და ქვეყანამ უნდა დატოვოს ეს გაერთიანება.

 

„ევრაზიული კავშირის მშპ-ს 85% მოდის რუსეთზე და საერთოდ, ეს კავშირი ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ჩვენ უნდა გავიდეთ გაერთიანებიდან, თუმცა სასურველია დავრჩეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში კავშირში შემავალ ქვეყნებთან. ბოლო პერიოდში სომხეთის ვაჭრობა ევრაზიული კავშირის ფარგლებში შემცირდა 23%-ით, სხვა ქვეყნებთან - 35%-ით, სომხეთის პირდაპირი ზარალი კავშირში შესვლის გამო შეადგენს 800 მლნ. დოლარს " - განახცადა მან.

 

მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს არც ბუნებრივი გაზი, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზრდის გაზის ფასს, სომხეთს შეუძლია იყიდოს ბუნებრივი აირი ირანისგან.

 

ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის აზრი - ამგვარი პოზიცია ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ქვეყანაში.

 

ამ სიტუაციში როგორ მოახერხებენ რუსეთი, ირანი და სომხეთი ინტესების შეთავსებას - უახლოეს პერიოდში გაირკვევა. კერძოდ, მარტის ბოლოს მოსკოვში ვიზიტით ჩადის ირანის პრეზიდენტი ჰასან როუხანი. შესაძლებელია, რომ ვიზიტის დროს ხელი მოეწეროს შეთანხმებას ირანს და ევრაზიულ კავშირს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. ეს დაადასტურა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდ ნოვაკმაც. პირველ ეტაპზე თავისუფალი რეჟიმი იმოქმედებს რამდენიმე ტიპის საქონელზე - სასოფლო- სამეურნეო და მსუბუქი მწერველობის პროდუციაზე.

 

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი - ირანი არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, რაც რუსეთსა, ირანსა და სომხეთს შორის თიზ-ის შექმნას უშლის ხელს.

 

ავტორი: gazeta.ru