geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:03
იტალიასა და საფრანგეთში ეროვნული ვალუტების დაბრუნება სურთ
2017-03-17 20:30:57
+
-

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, ერთიანი ევროპული ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობისთვის უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო იტალიაში კი ევროს ნაცვლად „ახალი ლირა" უნდა მოიჭრას. ბერლუსკონიმ აღნიშნულთან დაკავშირებით მილანურ გაზეთ Il Giornale-სთან ისაუბრა.

 

 

ბერლუსკონის განცხადებით, ევროს შემოღებამ იტალიაში სიღარიბის ზრდა გამოიწვია. „ჩვენი პროგრამა გთავაზობთ ნაკლებ გადასახადებს, ნაკლებ მმართველობასა და ნაკლებ ევროპას," განაცხადა ოპოზიციური პარტიის, „წინ, იტალიის!" ლიდერმა.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლუსკონი ქვეყანაში სავალუტო სუვერენიტეტის შესახებ საუბრობს. პირველად აღნიშნულთან დაკავშირებით ბერლუსკონიმ 2014 წილს ნოემბერში გამართულ აქციაზე გააკეთა განცხადება. საინტერესოა, რომ ბერლუსკონის აზრს იტალიაში სხვადასხვა ოპოზიციური ძალებიც იზიარებენ.

 

 

იტალია ევროზონაში შემავალი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც სავალუტო სუვერენიტეტთან დაკავშირებით საუბრობენ. საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ ევრო ფრანგულ ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, რაც სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპებზე ნეგატიურად აისახება. საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, მარინ ლე პენის მიზანს ქვეყნის ევროზონიდან გამოყვანა წარმოადგენს.

 

2016 წელს Eurobarometer-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ერთიანი ევროპული ვალუტისადმი მხარდაჭერა დროთა განმავლობაში სუსტდება. კვლევის შედეგებით, ევროთი ყველაზე კმაყოფილები გერმანელები არიან, თუმცა გამოკითხული იტალიელების 47%, ხოლო ფრანგების 43% მიიჩნევს, რომ ევროს შემოღება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა.

 

საინტერესოა, რომ 2002 წელს საპირისპირო სიტუაცია იყო: გერმანელები ევროთი კმაყოფილები არ იყვნენ, ხოლო იტალიელები და ფრანგები ევროს შემოღებას დადებით ცვლილებად აფასებდნენ.

 

 


ავტორი: Banki.ru