geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:46
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 14 ცათამბჯენი
2017-03-18 20:00:06
+
-

მსოფლიოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეულობით ცათამბჯენი აშენდა. ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ 14 ცათამბჯენს.

 

 

1. „ანტილია", მუმბაი, ინდოეთი

 

ღირებულება - 1 მლრდ. დოლარი


„ანტილია" არის 27-სართულიანი და სიმაღლეში 173-მეტრიანი შენობა, რომელიც აშენდა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ინდოელი ბიზნესმენის მულეშ ამბანისთვის და ეს არის ყველაზე დიდი კერძო საცხოვრებელი სახლი მსოფლიოში - მისი ფართობია 37 000 კვ.მ. ცათამბჯენს ემსახურება 600-კაციანი პერსონალი. შენობა გათვლილია 8-ბალიან მიწისძვრაზე.

 

იმის მიუხედავად, რომ შენობაში მხოლოდ 27 სართულია, მისი სიმაღლე შეესაბამება 60-სართულიანს, რადგანაც სართულები გაყოფილია ერთმანეთისგან დიდი სივრცით. „ანტილიაში" განლაგებულია ავტოფარეხი 160 ავტომობილზე, პირადი ავტოსერვისი, დაკიდული ბაღი, სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, კინოთეატრი, ვერტმფრენების ასაფრენი მოედნები და საკუთრივ ამბანის ოჯახის რეზიდენცია.

 

 

2. Kingdom Centre, ერ-რიადი, საუდის არაბეთი


ღირებულება - 1,5 მლრდ. დოლარი

 

ეს არის 99-სართულიანი ცათამბჯენი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. მშენებლობა დაიწყო 1999 წელს, დასრულდა 2002-ში. იმავე წელს შენობამ მიიღო ჯილდო - Emporis Skyscraper Award შესანიშნავი დიზანის და ფუნქციონალურობისთვის. ცათამბჯენში განლაგებულია მაღაზიები, ობსერვატორია 297 მეტრის სიმაღლეზე, ოფისები, სასტუმრო Four Seasons და მეჩეთი. პროექტი ეკუთვნის ამერიკულ კომპანიას Ellerbe Becket.Kingdom Centre. შენობა არის საუდის პრინცის ბიზნეს კომპანიის Kingdom Holding Company-ს შტაბ-ბინა. 2002 წელს ცათამბჯენმა მიიღო პრემია Emporis ნომინაციაში „ცათამბჯენის საუკეთესო დიზაინი".

 

 

3. „ბურჯ-ხალიფა", დუბაი


ღირებულება 1,5 მლრდ. დოლარი

 

„ბურჯ ხალიფა" არის 828-მეტრიანი ცათამბჯენი დუბაიში, ამჟამად ის არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. ფორმით ის წააგავს სტალაგმიტს. ის გაიხსნა 2010 წლის 4 იანვარს. შენობა დაიგეგმა როგორც „ქალაქი ქალაქში" - საკუთარი პარკებით, ბულვარებით და გაზონებით. „ბურჯ ხალიფა" თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორ ყველაზე მაღალი შენობა დედამიწაზე და მშენებლობის დროს მისი სიმაღლე იყო იყო მკაცრად გასაიდუმლოებული - იმისთვის, რომ თუ სადმე მსოფლიოში პარალელურად აშენდებოდა უფრო მაღალი ცათამბჯენი, შესაძლებელი ყოფილიყო "ბურჯ ჰალიფას" პროექტში ცვლილებების შეტანა.

 

 

4. ევროპის ცენტრალური ბანკის შტაბ-ბინა, ფრანკფურტი, გერმანია

 

ღირებულება - 1,25 მლრდ. დოლარი

 

ევროპის ცენტრალი ბანკი განლაგდა საოფისე ცათაბჯენში გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში. კომპლექსი შედგება 184 და 165 მეტრის სიმაღლის 2 შენობით , რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან 4 ატრიუმით მე-3, მე-15, 27-ე და 38-ე სართულებზე. ერთ კორპუსშია 45 სართული, მეორეში 43, კომპლექსის სრული ფართია - 185 000 კვ. მ. შენობაში ფუნქციონირებს 18 ლიფტი, მუშაობს 2300 თანამშრომელი.

 

 

5.  Shard, ლონდონი, ინგლისი

 

ღირებულება - 1,5 მლრდ. დოლარი

 

Shard არის ცათამბჯენი ლონდონში (310 მეტრი, 87 სართული), ეს არის არა მარტო ბრიტანეთის, არამედ ევროპის ყველაზე მაღალი შენობა. გახსნის ცერემონია შედგა 2012 წლის 5 ივლისს. შენობა გადაწყვეტილია შუშის პირამიდის ფორმაში. ცათამბჯენში განთავსებულია ოფისები, ბინები, ბაღები და ტექნიკური ოთახები. პროექტი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს რენცო პიანიოს, რომელმაც შეაფასა თავისი ქმნილება როგორ „ვერტიკალური ქალაქი".

 

 

6. „ტაიბეი 101", ტაიბეი, ტაივანი

 

ღირებულება - 1, 8 მლრდ. დოლარი

 

ცათამბჯენი „ტაიბეი 101" მდებარეობს ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში. მისი სიმაღლეა 509 მეტრი, სართულების რაოდენომა - 101. ქვედა სართულებზე განლაგებულია სავაჭრო ობიექტები, ზედაზე - ოფისები. მშენებლობა დაიწყო 1999 წელს, დასრულდა 2003 წლის 17 ნოემბერს. ამ შენობაშია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტები, რომლებიც მოძრაობენ საათში 60, 6 კილომეტრის სიჩქარით - მე-5 სართულიდან 89-მდე მისვლას უნდა მხოლოდ 39 წამი. შუშის, ფოლადის და ალუმინის შენობას ძირს უმაგრებს 380 ბეტონის საყრდენი, რომლებიც შედის მიწაში 80 მეტრის სიღრმეზე. მიწისძვრის ან ქარიშხალის დროს შენობის დაზიანების ალბათობას ამცირებენს გიგანტური 660-ტონიანი სფერო-ქანქარა 87-ე და 91-ე სართულებს შორის. პროექტის ავტორების აზრით, შენობას შეუძლია გაუძლოს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრას, რომელიც ამ რეგიონში ხდება მხოლოდ 2 500 წელიწადში ერთხელ.

 

 

7. Palazzo Casino, ლას-ვეგასი, აშშ


ღირებულება - 2,05 მლრდ. დოლარი

 

Отель Palazzo - ლას-ვეგასის ყველაზე მაღალი შენობაა. სასტუმროს გარდა იქ ფუნქციონირებს კაზინო, სავაჭრო ცენტრი და კინოთეატრი. ცათამბჯენი აშენდა 2004-2007 წლებში კომპანია HKS-ს შეკვეთით.

 

 

 

8. Princess Tower, დუბაი

 

ღირებულება 2,17 მლრდ. დოლარი

 

Princess Tower არის საცხოვრებელი ცათამბჯენი დუბაიში. შენობის სიმაღლეა 414 მეტრი, სართულების რაოდენობა - 101. ეს არის სიმაღლით მეორე ცათამბჯენი დუბაიში, მე-15 აზიაში და 21-ე მსოფლიოში. შენობაში განთავსებულია 763 ბინა და 975 მანქანის პარკინგი. Princess Tower-ის მშენებლობა დასრულდა 2012 წელს.

 

 


9. Venetian, მაკაო

 


ღირებულება: 2,4 მლრდ. დოლარი

 

ეს არის 39-სართულიანი და 225 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი, სიმაღლით მეორე მაკაოში. სასტუმრო აშენდა 2007 წელს პოსტმოდერნისტულ სტილში, ამჟამად ის არის მსოფლიოში სიდიდიდთ მე-7-კაზინო და 23-ე - სასტუმრო. დეველოპერია ამერიკული კომპანია Las Vegas Sands, რომელიც ეკუთვნის მილიარდერ შელდონ ადელსონს. კომპლექსში შედის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კაზინო, 3 000 სასტუმრო ნომერი, სპორტული არენა, საგამოფენო და საკონფერენციო სოვრცე, 350 მაღაზია, 30 რესტორანი, ასევე ვენეციის ღირსშესანიშნაობების კოპიები - ეკლესიები და არხები, სადაც მოძრაობენ გონდოლები.

 

 

10. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი - 1, ნიუ-იორკი, აშშ

 


ღირებულება - 3, 8 მლრდ. დოლარი

 

ეს არის ცენტრალური შენობა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ახალ კომპლექსში ნიუ-იორკში, რომელიც აშენდა 2001 წლის სექტემბერში ტერორისტების მიერ დანგრეული კოშკების ადგილას. ცათამბჯენის სიმაღლე შეადგენს 541 მეტრს, მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 აპრილს და დასრულდა 2013 წელს 124 მეტრიანი და 758 ტონის შპალის გაყენებით. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა ამჟამად არის ყველაზე მაღალი აშშ-ში.

 

 

11.  Cosmopolitan, ლას-ვესაგასი, აშშ

 


ღირებულება 3,9 მლრდ. დოლარი

 

ცათამბჯენი აშენდა 2010 წელს. იქ მდებარეობს კაზინო, მაღაზიები, რესტორნები, თეატრი, სპორტული დარბაზი, სპა-სალონები.

 

 

 

12. Wynn Las Vegas, ლას-ვეგასი, აშშ

 


ღირებულება 4,1 მლრდ. დოლარი

 

ეს არის სასტუმრო-კაზინო ლას-ვეგასში, რომელიც ატარებს მილიარდერის და სათამაშო ინდუსტრიის ცნობილი მოღვაწის სტივ ვინის სახელს. სწორდ მას ეკუთვნის კომპანია Wynn Resorts Limited, რომლის მთავარი აქტივიც არის ეს სასტუმრო-კაზინო. იქ განთავსებულია 2 7167 ნომერი, 102 000 კვ.მ.-ს ფართის მქონე კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მაღაზიები. 60-სართულიანი Wynn Las Vegas - ლას-ვეგასის ერთ-ერთო ყველაზე მაღალი შენობაა.

 

 

13. Marina Bay Sands Resort, სინგაპური

 


ღირებულება 5,7 მლრდ. დოლარი

 

აშენებულია კორპორაცია Ssangyong Engineering & Construction Co. Ltd-ს მიერ, შემკვეთი - ჯგუფი Las Vegas Sands. კომპლექსი შედგება სამი 55-სართულიანი და 200-მეტრიანი შენობიდან, რომელთა სახურავებზე ვენეციური გონდოლის ფორმის მქონე დიდი ტერასა, აუზით და ბაღით. სასტუმროშია 2 561 ნომერი, საგამოფენო ცენტრი, მუზეუმი, 2 დიდი თეატრი, 7 რესტორანი, 2 ყინულის სასრიალო მოედანი. სასტუმროს კონცეფციის იდეა ეკუთვნის არქიტექტორს მოშე სადფის, რომლისთვის შთაგონების წყარო ამ პროექტზე მუშაობისას აღმოჩნდა ბანკოს დასტა.

 

 

14. Abraj Al Bait, მექა, საუდის არაბეთი

 


ღირებულება - 15 მლრდ. დოლარი

 

Abraj Al Bait - მაღლივი შენობების კომპლექსი, რომელიც აშენდა მექაში, საუდის არაბეთში. ეს არის არა ყველაზე მაღალი, თუმცა ყველაზე მძიმე შენობა მსოფლიოში, ასევე ყველაზე მაღალი შენობა საუდის არაბეთში, ასევე სიმაღლით მსოფლიოში მე-3 „ბურჯ-ხალიფას" და „შანჰაის კოშკის" შემდეგ. მან გაუსწრო ისეთ ცნობილ ცათამბჯენს როგორც „პეტრონასი" ბიზნეს-კომპლექსი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპირში, რომელიც 1998 - 2003 წლებში ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად. Abraj Al Bait ასევე არის მსოფლიოში მე-3 ფართის მიხედვით.

 

 

ავტორი: vestifinance.ru