geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:34
მომავლის 10 ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოს გააოცებს
2017-03-18 18:00:49
+
-

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჟურნალ MIT Technology Review გამოაქვეყნა 10 გამოგონება, რომელიც უახლოეს წლებში მსოფლიოზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. მათი დიდი ნაწილი ან უკვე ხელმისაწვდომია, ან იმყოფება დამუშავების სტადიაზე.

 

 

1.აღდგენა დამბლის შემდეგ (ხელმისაწვდომობა - 10-15 წლის შემდეგ)

 


შვეიცარიის ქალაქ ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის ნეირობიოლოგები აქტიურად ცდიან პარალიზებული ადამიანებისთვის მოძრაობის აღდგენის ტექნოლოგიას. მეცნიერებმა შექმნეს ე.წ. „ნევრალური შუნტი", რომელიც ინერგება პაციენტის თავში, ხერხემალში და პარალიზებულ კიდურში. კავშირი მათ შორის ხორციელდება უსადენო ქსელის მეშვეობით და ამ გზით სიგნალი ტვინიდან პირდაპირ მიდის კიდურთან. გამოდის, რომ პაციენტი ამოძრავებს ფეხს ფიქრის ძალის წყალობით. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ დამბლის მორჩენა, არამედ მხედველობის დაბრუნება და ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობა.

 


2.თვითმავალი სატვირთო მანქანები (ხელმოსაწვდომობა - 5-10 წელი)


კონპანია „Otto" (აშშ, სან-ფრანცისკო) აქტიურად ცდის ახალ ტექნოლოგიას, რომელიც გახდის შესაძლებელს სატვირთო მანქანების დამოუკიდებლად რეისში გასვლას. ამით შესაძლებელი იქნება საწვავის ეკონომია, სატრანსპორტო დანახარჯების და ავტოავარიების რაოდენობის შემცირება. ავტონომიური მართვის მოწყობილობაში შედის 4 ვიდეოკამერა, რადარი, ლაზერული ლოკატორი და მძლავრი კომპიუტერი, რომელიც აანალიზებს სხვა დანადგადების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. პირველი თვითმავალი სატვირთო მანქანა კომპანია Otto-მ 2016 წელს დატესტა.

 


3. სახე, როგორც საშვი და გადახდის საშუალება (უკვე ხელმისაწვდომია)

 


სახის გამოცნობის ტექნოლოგია სულ უფრო აქტიურად გამოიყენება ბოლო დროს ჩინეთში როგორც უსაფრთხოების დარგში, ასევე მომსახურების სფეროში. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საქმიანობს ამ მიმართულებით, არის პეკინური Face+. მის მიერ დამუშავებული ტექნოლოგიები ახდენენ ადამიანის სახის სკანირებას 83 წერტილში, რაც უზრუნველყოფს გამოცნობის მაღალ სიზუსტეს. სისტემა უკვე გამოიყენება ფულის გადარიცხვის სერვის Alipay-ს მიერ, რომელსაც ჩინეთში 120 მლნ.-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ჩინეთის ხელისუფლება იყენებს ამ ტექნოლოგიას ეჭვმიტანილი პირების ძებნის მიზნით.

 

 

4. კვანტური კომპიუტერები (ხელმოსაწვდომობა - 4-5 წელი)


ამ ტექნოლოგიაში ყველაზე დიდ წარმატებას ჰოლანდიის დელფტის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია, სადაც მეცნიერები მუშაობენ უნიკალურ კვაზინაწილაკებთან, რომლებიც აღმოაჩინეს მხოლოდ 2012 წელს - ისინი იქნებიან კვანტური კომპიუტერების საფუძველი. მეცნიერების აზრით, ეს კომპიუტერები მოახდენენ რევოლუციას თითქმის ყველა დარგში. პირველი კომერციულად მომგებიანი კვანტური კომპიუტერები ბაზარზე სავარაუდოდ 4-5 წლის შემდეგ გამოჩნდება.

 

 

 

5. სფერული გამოსახულება (ხელმისაწვდომია)

 


ამჟამად არსებობს სპეციალური ფოტო და ვიდეო კამერები რომლებიც იღებენ გამოსახულებებს სფერული პანორამის რეჟიმში. ეს ტექნოლოგია იძლევა გამოსახულებას ყველა მხრიდან. ასეთ კამერებს უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს ისეთი კომპანიები, როგორც Ricoh, Samsung, 360fly, JK Imaging, IC Real Tech, Humaneyes Technologies. მოწყობილობა ღირს 500-800 დოლარი.

 

 


6. ცხელი ფოტოელემენტები (ხელმისაწვდომობა - 10-15 წელი)

 


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩვეულებრივი მზის პანელების საფუძველზე შექმნეს ბევრად უფრო ეფექტური თერმოფოტოელემენტები. ისინი გარდაქმნიან მზის ენეგრიას სითბოთ, შემდეგ სინათელედ, მაგრამ უკვე იმ სპექტრში, რომლის გამოყენებას შესაძლებელია ფოტოელემენტებში. ჩვეულებრივი მზის ბატარეები ელექტროობად გარდაქმნიან მზის ენერგიის მხოლოდ 32%-ს, ახალი ფოტოელემენტები კი - 65%-ს.

 

 

 

7. გენური თერაპია (უკვე ხელმისაწვდომია)

 


ათასობით დაავადების მიზეზია - შეცდომა ადამიანის გენში, თუმცა ბოლო წლებში ექიმებმა ისწავლეს ზოგიერთი მძიმე გენეტიკური დაავადების მკურნალობა. ახალი ტექნოლოგია იქნება ამ მხრივ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი - ვირუსის მეშვეობით უჯრედში ინერგება ახალი გენეტიკური მასალა და ამის მეშვეობით შესაძლებელია მრავალი დაავდების მკურნალობა - ჰემოფილისის, ალცჰეიმერის დაავადების, დიაბეტის, გულის უკმარისობის, კიბოს და ა.შ.

 

 

8. უჯრედების კატალოგი (ხელმისაწვდომობა - 5 წელი)

 


მეცნიერები მუშაობენ უჯრედების კატალოგის შექმნის მეგაპროექტზე. ადამიანის 37,2 ტრლნ. უჯრედის სისტემატიზაციაზე მუშაობს კონსორციუმი, სადაც შედიან აშშ-ს, ბრიტანეთის, შვედეთის, ისრაელის, ჰოლანდიის და იაპონიის წარმომადგენლები. უჯრედების შესწავლის პროცესში გამოიყენება 3 უახლოესი ტექნოლოგია; პირველი - უჯრედული მიკროდინამიკა, რომელიც იძლევა მათი განცალკევების და შესასწავლად მომზადების საშუალებას. მეორე - აჩქარებს შესწავლის პროცესს და აძლევს ერთ მეცნიერს დღეში 10 000 უჯრედის შესწავლის შესაძლებლობას. მესამე - ახდენს უახლესი მეთოდებით უჯრედების ინდექსაციას.

 

 

 

9. ბოტნეტები - ავტონომიური პროგრამების მქონე კომპიუტერების ქსელები (ხელმისაწვდომია 2000 წლიდან)

 


ბოტნეტები შეიქმნა 2000 წელს. ჰაკერები ხშირად იყენებენ მათ DDoS-შეტევებისთვის. 2016 წლის ოქტომბერში ბოტნეტით, რომელშიც შედიოდა 100 000 ელექტრონული მოწყობილობა. მრავალი კომპანიის საიტი - მათ შორის ისეთი Twitter და Netflix, გარკვეული ხნით გაითიშა. როგორც აღნიშნავენ MIT Technologies Review-ში, ბოტნეტების პრობლემა არ გადაწყდება უახლოეს მომავალში, ჰაკერები განაგრძობენ ამ სისტემის გამოყენებას ყველა სამუშაოსთვის, რომელსაც სჭირდება ბევრი კომპიუტერი - მაგალითად, ანგარიშების გატეხვა, კლიკების იმიტაცია რეკლამაზე და განცხახდებებზე, და ა.შ.

 

 

 

10. სწავლა გამყარებით (ხელმისაწვდომობა - 1-2 წელი)

 


სწავლა გამყარებით - ეს არის კომპიუტერული შესწავლის პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერი ატარებს ექსპერიმენტებს და იყენებს მიღებულ შედეგებს ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში. ფაქტობრივად, კომპიუტერები სწავლობენ თითქმის ისევე როგორც ადამიანები - ცდების და შეცდომის გზით, გარე დახმარების გარეშე. ამჟამად ეს ტექნოლიგია გამოიყენება თვითმავალი ავტომობილების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა დარგებში.

 

 

 

 

ავტორი: Kommersant.ru