geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:03
King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში სრულდება
2017-03-20 11:00:04
+
-

თბილისში, King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსი დასრულების ფაზაშია. როგორც პროექტის მშენებელ კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი ეიჩი- ში" აცხადებენ, ქალაქში პირველი კონდომინიუმის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც ქალაქის შუა გულში კლდეზეა აღმართული 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მათივე თქმით, პროექტმა  თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი.


„პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას მიზნად დავისახეთ საქართველოში სრულიად ახალი ცხოვრების სტანდარტი დაგვენერგა. ეს არის პროექტი, რომელშიც საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა. პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას 31 და 19 სართულიან კოშკებს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences განთავსდება მხოლოდ საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნეს ცენტრი, რომლის ბოლო 2 სართული დაეთმობა სასტუმროს. კოშკები ერთმანეთთან 6 სართულით არის დაკავშირებული და სწორედ ამ სართულებზე არის განთავსებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მათ შორის არის: 28 მეტრის სიგრძის აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით და ჯანსაღი კვების კაფეთი, რესტორანი, კაფეტერია, ბავშვთა ოთახი, ივენთ ჰოლი, მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ლობი საკუთარი ბარით, ბიზნესცენტრის ლობი და პარკინგი. „ აცხადებენ კომპანიაში.


 


ირკვევა, რომ ყველაზე მაღალ 31-ე სართულზე, განლაგდება 5 ვარსკვლავიანი რესტორანი 360 გრადუსიანი პანორამული ხედით.


King David პირველი საერთაშორისო წარმატებას უკვე აღნიშნავს. კომპლექსმა უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსის International Property Awards ევროპის განყოფილებაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ცნობილი ექსპერტები აფასებენ. მათი გადაწყვეტილებით King David-მა უმაღლესი ანუ 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და European Property Awards-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia ანუ დასახელდა საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად საქართველოში.


პროექტის მშენებლობა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო უკვე დასასრულს უახლოვდება და ივლისში ექსპლუატაციაში შევა.


 


„ King David-ის კონცეფცია გათვლილია წარმატებულ და საქმიან ადამიანებზე, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი. კომპლექსის უპირატესობათაგან აღსანიშნავია სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. „ განმარტავენ კომპანიაში.


 


მათივე თქმით, კომპლექსის კონსტრუქცია და საძირკველი არაერთხელ იქნა შემოწმებული ქართველი და უცხოური ორგანიზაციების მიერ. პროექტის ფასადი შესრულდა გერმანული კომპანიის SCHUCO-ს ზედამხედველობით და მათ მიერვე ჩაუტარდა შემოწმება გერმანიაში. შემოწმებამ აჩვენა, რომ ფასადი გათვლილია ნებისმიერი სახის სტიქიაზე, მათ შორის 9 ბალიან მიწისძვრაზე. პროექტი აღჭურვილია წყლის და ელექტროენერგიის დამატებითი წყაროებით, რაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში წყლის და ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტი ენერგოეფექტურია, რაც მეტ წილად ამერიკული ფირმის „Guardiangalss"-ის მინების მახასიათებლებით არის განპირობებული.



დაინტერესებულ პირებს 20 მარტიდან King David სააღდგომო შეთავაზების სახით უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. King David ამარტივებს რეზიდენციების შეძენის პირობებს და პირველად შენატანს 10%-მდე ამცირებს. კონკრეტულ ბინებზე მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლითაც სარგებლობა 30 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი