geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:43
ანაკლიაში კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა მოწესრიგდება
2017-03-17 11:50:05
+
-

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.

 

 


მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერა.

 

 


ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა 1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და 10 ათასზე მეტ ტურისტს მოემსახურება.