geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:46
“მზიურის” პარკში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს
2017-03-17 10:00:15
+
-

თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის" პარკში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა. 7 კამერა პარკში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თნაამშრომლებმა განათავსეს.

 


​როგორც "სითი კვირას" ორგანიზაცია "მზიანის" ხელმძღვანელმა ანა გოგუაძემ განუცხადა, დაცვის პოლიციას პარკში კამერების განთავსების თაობაზე მათ მიმართეს, რადგან პარკში განთავსებულ ძეგლებს დაუდგენელი პირები ხშირად აზიანებდნენ.

 

ფაქტის შესახებ თავად "ახალი მზიურის" ფეისბუქის გვერდი ამგვარად იტყობინება:

 

 

"- ოლღა, გეიგე ამბავი? შენი ზურიკელა მერისთან ერთად მზიურის პარკში სეირნობდა.

- ვინ გითხრა მაი ამბავი?

- ილიკოს უნახავს წუხელ.

- რაფერ დეინახა მაგ ბრუციანმა?

- დაცვის პოლიციას კამერები დოუყენებია პარკში!"

 

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინათ, დაუდგენელმა პირებმა, „მზიურის" პარკში მდებარე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ძეგლს, ფერადი საღებავები მიასხეს. 2016 წლის მაისში კი, პარკიდან ნაძვის ხის ნერგი მოიპარეს.​