geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:03
უკრაინამ რუსულ ბანკებს სანქციები დაუწესა - „აზოვის" აქტივისტებმა კი რუსული ბანკების ფილიალების ბლოკირება მოახდინეს
2017-03-16 20:30:04
+
-

უკრაინაში „აზოვის" აქტივისტებმა რუსული ბანკების, მათ შორის „სბერბანკის" ოფისების ბლოკირება მოახდინეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობებთან აგურები მიიტანეს და კედლების აშენება დაიწყეს. პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ რუსულმა ბანკებმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეების მომსახურება დაიწყეს.

 

 

 

ამავე დროს, უკრაინის ეროვნული ბანკი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას იზიარებს და რამდენიმე რუსული ბანკის წინაამღდეგ სანქციებს აწესებს. „შავ სიაში" შედის 5 ფინანსური ინსტიტუტი - „სბერბანკი" , „ვთბ ბანკი", „ბმ-ბანკი", პრომინვესბანკი" და VS Bank.

 

 

მათ წინაამღდგეგ მიღებულ ზომებს შორის არის უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვა, ნებისმიერი ოპერაციების განხორციელება სათაო ბანკების მოგების მიზნით - მაგალითად, ბანკთაშორისი სესხების გაცემა, დეპოზიტების გახსნა, ფასიანი ქაღალდების ყიდვა, დივიდენდების გადარიცხვა და ასე შემდეგ.

 

 

 

ეროვნული ბანკის თავჯდომარის მოადგილემ ეკატერინა როჟკოვამ დააზუსტა, რომ სანქციები არანაირად არ დააზარალებს კლიენტებს - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან.

 

 

„ბანკები გააგრძელებენ მუშაობას უკრაინის სამართლებრივ სივრცეში და თუ ისინი გადაწყვეტენ ქვეყნიდან წასვლას, იმედი გვაქვს, რომ ეს გაკეთდება ცივილიზებულად - გაყიდვით, ან კლიენტების წინაშე ვალდებულებების შესრულების შემდეგ" - განაცხადა მან.

 

 

როჟკოვას თქმით, სანქციები არ არის კავშირში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების პასპორტების აღიარებასთან.

 

 

 

„ეს არ იყო სანქციების შემოღების მიზეზი, რადგანაც ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის და საბანკო ბაზრის ლიკვიდურობის შენარჩუნება, ზუსტად ამასათან არის დაკავშირებული საქნციები" - განაცხადა მან.

 

 

მისი თქმით რუსულ ბანკებს გააჩნიათ 1, 4 მლრდ. დოლარის ვალდებულებები უკრაინის ფიზიკური თუ იურიდიული პირების წინაშე. მათი საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში შეადგენს 5,6 მლრდ. დოლარს.
თუმცა რუსული ბანკების წარმომადგენლები მაინცდამაინც არ ღელავენ სანქციების გამო.

 

 

ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ ეს სანქციები უბრალოდ აფიქსირებენ არსებულ მდგომარეობს.
„აკრძალული ოპერაციების დიდ ნაწილს ისედაც არავინ არ ახორციელებს, არავინ არ უხდიდა დივიდენდებს ბანკების აქციონერებს, ბანკთშორისი დაკრედიტებაც უკვე დიდი ხანია გაჩერებულია" - თქვა მან.

 

 

ამჟამად უკრაინაში მუშაობს 7 რუსული ბანკი - „სბერბანკის" 2 შვილობილი კომპანია („სბერბანკ-უკრაინა" და „ვი- ეს-ბანკი), ორი - „ვტბ-გრუპის" („ვთბ-ბანკ - უკრაინა" და „ბმ - ბანკ"), პრომინვესტბანკი („ვნეშეკონომბანკის"), „ალფა-ბანკი" და ბანკი „ფორვარდი" (მთავარი აქციონერი - ბანკი „რუსსკი სტანდარტ").

 

 

 

ავტორი: rbc.ru