geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:02
პარიზის სავალუტო ფონდის ოფისში ამანათი აფეთქდა
2017-03-16 16:10:18
+
-

პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში, ამანათის გახსნას აფეთქება მოჰყვა. ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

 

ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, დაშავებული 66 წლის კაცია. შენობა, რომელშიც ოფისი მდებარეობს, არ დაზიანებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

15 მარტს, გერმანიის ფინანსთა მინისტრს, ვოლფგანგ შოიბლეს, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი გაუგზავნეს. საეჭვო ამანათი, საიდანაც სადენები მოჩანდა, სამინისტროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები შენობიდან გაიყვანეს.

 

 

imedinews.ge