geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:48
"კომერსანტის" ექსკლუზივი: თემურ ჭყონიამ „კასტელ-საქართველო" გაყიდა
2017-03-16 16:15:44
+
-

„კომერსატის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კომპანია „კასტელ-საქართველო" გაიყიდა. ახალი მფლობელი სს „არგოა", რომლის დამფუძნებლებიც არიან როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები, ისე უცხოელი პარტნიორები. სს „არგოს" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ვასილ სულხანიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაყიდა „კასტელ საქართველოს" საკონტროლო პაკეტი და ის, ახლადაფუძნებულ კომპანია „არგოში" ერთ-ერთ აქციონერად რჩება.

 

რატომ მოხდა გარიგება და რას შეადგენს მისი ღირებულება, ამ და სხვა დეტალებზე სს „არგოში" ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ. სულხანიშვილი აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღეში, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

 

მისივე ინფორმაციით, კომპანიაში უკვე ახალი მენეჯმენტია შესული.

 

შეგახსენებთ, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „კასტელ საქართველო" საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდანაა და აწარმოებს როგორც ლუდს, ისე რამდენიმე სახეობის ლიმონათს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი