geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:03
„ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებად სისტემას, საბანკო და სისტემური რისკები უფრო დაბალი იყო კრიზისის დროს“
2017-03-17 18:30:09
+
-

ინტერვიუ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ, გიორგი ცუცქირიძესთან, დეპოზიტების დაზღვევის მნიშვნელობაზე და საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციებზე.


 

- ბატონო გიორგი, რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანია?

 

 

- საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებული სისტემის დანერგვის მიზანი არის დეპოზიტორთა ნდობის ამაღლებით დანაზოგების წახალისება დასაბანკო კრიზისის პრევენციით ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ აქამდე დეპოზიტების უსაფრთხოება დაცული არ იყო და სათანადო ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა, თუმცა ფინანსური უსაფრთოების სისტემის სრულფასოვანი და გამართული ფუნქციონირებისთვის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აუცილებლად გულისხმობს მასში დეპოზიტების დაზღვევის დამოუკიდებელი კომპონენტის არსებობას საბანკო ზედამხედველობასთან ერთად.

 

დეპოზიტების დაზღვევა მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში ეს მექანიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა განვითარებად ქვეყნებში. სისტემის ძირითადი მიზანი საბანკო კრიზისის შემთხვევაში პანიკის თავიდან აცილებაა. ამ გარანტიას კი ქმნის დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თანხა, რომელიც გროვდება დაზღვეული კომერციული ბანკების რეგულარული შენატანებით.

 

აღსანიშნავია, რომდეპოზიტების დაზღვევის სისტემების შემოღება პოსტკრიზისულ პერიოდებთან არის დაკავშირებული. მაგალითისათვის, 1933 წელს აშშ-სა და კანადაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და ის სამართლიანად ითვლება აღნიშნული სისტემის დანერგვის დასაწყისად. უნდა აღინიშნოს, რომ, იმ პერიოდში, ინიციატივის მთავარ მიზანს, საბანკო სექტორი მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლება უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მცირე მეანაბრეების დაცვა.

 

ევროპულ სივრცეში დეპოზიტების დაზღვევის შემოღება ორ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ: პირველი ეტაპი დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში, რაც დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ გლობალურ კრიზისს და რომელიც ე.წ სანავთობო ომების სახელითაც არის ცნობილი. მსოფლიოს ნავთობის შოკი დაიწყო 1973 წლის 17 ოქტომბერს, როდესაც ოპეკის წევრმა არაბულმა სახელმწიფოებმა იომ ქიფურის ომის დროს განაცხადეს, რომ აღარ მიაწვდიდნენ ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ისრაელს ეგვიპტესთან კონფლიქტში, ანუ აშშ-სადამისმოკავშირედასავლეთევროპას. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გლობალური ეკონომიკური კრიზისი ფასების ზრდით და ეკონომიკური სტაგნაციით მიმდინარეობდა, რასაც, საბოლოო ჯამში,ბრეტონ-ვუდსის სისტემის დაშლა და ოქროს სტანდარტის ერის დასასრული მოჰყვა.

 

მეორე ეტაპი დაკავშირებულია გასული საუკუნის 90-იან წლებთან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, უმეტესწილად, 1990 წლებში ამოქმედდა, რაც განპირობებული იყო საბჭოთა ბლოკის დაშლით და ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესით.



გარდა ამისა, როდესაც აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში განხორციელდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემების შემოღება, ეს პროცესი დიდწილად თანხვედრი იყო ამ ქვეყნებში ფინანსური სტაბილიზაციის პროგრამებისა, და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული საერთაშორისო საბანკო რეგულაციები რისკების დაზღვევის თვალსაზრისით, საერთაშორისო საბანკო რეგულირების ათვლის წერტილად კი ითვლება 1988 წელი, რომელიც ბაზელი 1-ის შეთანხმების სახელითაც არის ცნობილი. 1988 წელს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ითვალისწინებს კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების საერთო მეთოდის გამოყენებას რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან მიმართებაში.

 

- ექსპერტთა ნაწილი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ეფექტურობას ეჭვის თვალით უყურებს, რამდენად ადეკვატურია დაზღვევის ამ ფორმით შემოღება?

 

-დღეს მოქმედი სისტემებიდან ორი მოდელი გამოიყენება. დეპოზიტების დაზღვევა შეიძლება იყოს რეგულირებადი(explicity scheme, ანუ კანონის მანდატით) ან თვითრეგულირებადი(implicity scheme, ბანკებისა და საჯაროინსტიტუტების მიერ).

 

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, ჩვენ ავირჩიეთ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებადი სისტემა, რომელიც მიმაჩნია, სავსებით სწორ მიდგომად, რადგან ამ ტიპის სქემები მოქმედებს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში და გაცილებით მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე თვითრეგულირებადი მოდელები. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომელებმაც უპირატესობა რეგულირებად სისტემას მიანიჭეს, 2003 წლის შემდეგ გაიზარდა 88 ქვეყნიდან 112 ქვეყნამდე, ამასთან, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 84%-სა და ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (95%), ასევე რეგულირებადი სისტემაა დანერგილი. თვითრეგულირებად სისტემებს უპირატესობას, როგორც წესი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობა ანიჭებს.


რაც შეეხება დაზღვევის ლიმიტებს, 2008 წლის გლობალურ კრიზისამდე ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დაზღვევის ლიმიტი 20 000 ევრომდე იყო, ხოლო აშშ-ში 100 000 დოლარამდე. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, კრიზისის შემდგომ პერიოდში, გაზარდა დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 20,000-დან 100,000 ევრომდე. ევროპის ქვეყნების მსგავსად, აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამაც გაზარდა დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 100,000-დან 250,000 აშშდოლარამდე.

 

 

საქართველოში, შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 5000 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომდეპოზიტორთა დიდი უმრავლესობა მთლიანად იქნება დაზღვეული. საქართველოში დეპოზიტორების 97%-ს 5,000 ლარზე ნაკლები ოდენობის დეპოზიტები გააჩნია, ხოლო მათი წილი მთლიანი დეპოზიტების მოცულობაში შეადგენს 15%-ს. დაფარვის აღნიშნული არეალი ოპტიმალურია საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკურ და ფინანსური ვითარებისთვის და ძირითადად შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთანაც, რომლის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ფარავდეს დეპოზიტების 97% დამთლიანიმოცულობის- 20%-ს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი და სტრატეგია ითვალისწინებს დაზღვეული დეპოზიტების ზღვარის რეგულარული გადახედვის შესაძლებლობას საერთაშორისო პრაქტიკის, სადაზღვევო ფონდის მოცულობისა და ზოგადი ფინანსური სტაბილურობის გათვალისწინებით.

 


აღსანიშნავია, რომ სისტემის დანერგვით ბანკებს დანახარჯები გაეზრდებათ 15 მლნ ლარით, რაც პროცენტულ მაჩვენებელში, თუ წმინდა საპროცენტო შემოსავალს შევაფარდებთ, მხოლოდ 0,8 % იქნება. ბუნებრივია, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანხარჯად დააწვება სადეპოზიტო რესურსების ფასს. მაგალითისათვის 50 000 ლარამდე ანუ 20 000 დოლარამდე რომ ყოფილიყო სადაზღვევო ლიმიტი, მაშინ საპროცენტო ხარჯის ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მეტი 2,7% იქნებოდა. მომავალში სადაზღვევო ლიმიტის გაზრდა არ იქნება პრობლემური, დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი ბევრ ქვეყანაში რამდენჯერმეც კი გაიზარდა.

 

ბოლო კვლევები ჩვენებს, რომ ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებად სისტემას, საბანკო და სისტემური რისკები უფრო დაბალი იყო კრიზისის დროს. აქედანაც ჩანს, რომ ამ ტიპის დაზღვევის სისტემას თან ახლავს მნიშვნელოვანი სტაბილურობის ეფექტი.

 


- გასულ წელს თიბისიბანკისადა ISET-ისკვლევითიინსტიტუტისმიერ 2016 წელს ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ „ფინანსური ცნობიერების" შესახებ გამოავლინა საქართველოს მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება დანაზოგების მიმართ, დამზოგველთა 38% დადო თანხა საბანკო დეპოზიტზე, მაშინ, როდესაც 47%-მა თანხა სხვაგან შეინახა. რამდენად შეცვლის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ამ ტენდენციას?


 

- თქვენს მიერ აღნიშნულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ გამოკითხულთა 60% გამოთქვამდა სურვილს, თანხა განეთავსებინა ბანკში, თუ ბანკს ექნებოდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. წმინდა ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით, დეპოზიტების რისკის შემცირება, საბოლოო ჯამში გამოიწვევს ერთის მხრივ, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდის დეპოზიტების მოცულობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც ასევე შემცირდება.

 

 

საერთაშორისო საბანკო პრაქტიკა და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები აჩვენებს,რომ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებულმა სისტემამ შეიძლება აარიდოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს ბანკების გაკოტრების შემთხვევები ისეთ ქვეყნებშიც კი, რომელთაც ძლიერი ეკონომიკა და ფინანსური ინსტიტუტები აქვთ.


 

ავტორი: კომერსანტი