geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:48
5 ყველაზე დიდებული სასახლე ევროპაში
2017-03-19 11:00:37
+
-

გაინტერესებთ საიდან იღებდნენ ინსპირაციას Walt Disney ან დიდი მეზღაპრეები, როცა ზღაპრულ სასახლეებს ხატავდნენ და აღწერდნენ? გთავაზობთ 5 გასაოცარ სასახლეს ევროპაში, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს:


5. შატე დე შენონსო, საფრანგეთი



სასახლე მდინარე ჩერზეა აშენებული და თავისი 5 მაგიური თაღითა და 6 გვერდითი კოშკით შუა საუკენეების გოთიკური არქიტექტურის შედევრად ითვლება.

 

4. უინძორების სასახლე, დიდი ბრიტანეთი



სასახლე მეთერთმეტე საუკუნეში ააშენა უილიამ დამპყრობელმა და დღემდე სამეფო ოჯახის მთავარ სასახლედ ითვლება. 1992 წელს სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა პირველადი სახე სრულად იქნა შენარჩუნებული.

 

3. შატე ფონტეინებლუ, საფრანგეთი

საფრანგეთის ყველაზე დიდი სასახლე ამჟამად ნაციონალური მუზეუმია. აქ შეგიძლიათ მარია ანტუანეტას საძინებელი, ან ნაპოლეონის სატახტო დარბაზი დაათვალიეროთ.

 

2. პრაღის სასახლე, პრაღა


შუა საუკუნეების კლასიკური არქიტექტურის ნიმუში. ამ ულამაზესი სასახლის შესახებ მრავალი ლეგენდა გადაეცემოდა თობიდან თაობას, პრაღაში თუ მოხვდებით, მისი დათვალიერება არ უნდა გადავიწყდეთ.

 


1. კრივოკლატის სასახლე, ჩეხეთი



მეთორმეტე საუკუნეში აშენებული ეს გოთიკური პერიოდის სასახლე მომდევნო რეკონსტრუქციების შემდეგ საკმაოდ გარდაიქმნა და ახლა მასში ნეორენესანსის ელემენტების აღმოჩენაც შეიძლება. ამ სასახლეში 2005 წელს ფილმი „ძმები გრიმები" გადაიღეს.