geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:02
2017 წლის თებერვალში უცხოეთიდან 94,1 მლნ დოლარი გადმოირიცხა
2017-03-15 13:26:56
+
-

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 248.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით (14.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.8 პროცენტი მოდიოდა.

 

 

2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (38.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (39.0 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.