geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:47
ყველაზე მეტი პატიმარი საქართველოში და მათზე დახარჯული თანხები - ევროპის საბჭოს პენიტენციური სტატისტიკა
2017-03-15 13:25:49
+
-

2014-დან 2015 წლამდე პერიოდში პატიმრების რაოდენობა ევროპულ ციხეებში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ციხეების პატიმრებით გადატვირთულობა ევროპის 15 ქვეყანაში პრობლემად რჩება, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს პენიტენციური სტატისტიკის ყოველწლიურ ანგარიშში.

 

საქართველო ევროპაში პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. დოკუმენტში 2015 წლის მონაცემებია ასახული, რომლის თანახმადაც, საქართველო ფიგურირებს ასევე იმ ქვეყანების სიაში, სადაც ყველაზე მაღალია თავისუფლების აღკვეთის პრაქტიკა.

 

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ევროპის მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში 1 404 398 ადამიანი იყო განთავსებული, რა მაჩვენებელიც წინა ანგარიშში მოცემულ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ითაა შემცირებული.

 

აღნიშნულ პერიოდში ციხის საკანში მოთავსების ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა საბერძნეთში (-18,8%), ხორვატიაში (-10,2%), დანიაში (-11,9%), ჩრდილოეთ ირლანდიაში (-9,7%), ჰოლანდიაში (-9,5%), ლიტვაში (-8,8%), რუმინეთში (-8,6%) და სლოვენიაში (-8.2%).

 

აღნიშნული ინდექსი ყველაზე მეტად გაიზარდა საქართველოში (+20.5%), მაკედონიაში (+12%), თურქეთში (+11.6%), ჩეხეთში (+11.4%) და ალბანეთში (+10.3%).

 

ციხის საკანში მოთავსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ რუსეთს (439.2 პატიმარი 100 000 მოსახლეზე), ლიტვა (277.7), საქართველო (274.6), აზერბაიჯანი (249.3), ლატვია (223.4), თურქეთი (220.4) და მოლდოვა (219.9).

 

ანგარიშში აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე პატიმარი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით იხდის სასჯელს. თუმცა საქართველოში, აზერბაიჯანში, რუსეთში, კვიპროსში, მონტენეგროსა და ლუქსემბურგში ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია და 25 პროცენტს აღემატება.

 

დანაშაულის სტატისტიკაში მეორე ადგილზე ქურდობა, მესამეზე კი მკვლელობაა მოხსენიებული. საქართველოში ქალი პატიმრების წილი 3.1 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.

 

ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოში არ არის გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულები და თითოეულ პატიმარზე დღიურად საშუალოდ 6 ევრომდე იხარჯება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის.