geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:00
რესპუბლიკას ფილიალებზე თიბისის ლოგო ზაფხულიდან გამოჩნდება
2017-03-15 10:53:31
+
-

თიბისის ლოგითი რებრენდირებული რესპუბლიკას ფილიალები თიბისის და ბანკი რესპუბლიკას ყოფილ კლიენტებს ზაფხულიდან მოემსახურება.

 

ბანკის მმართველმა ნიკოლოზ ქურდაინმა განაცხადა, რომ აბრებიდან ლოგოს გაქრობის შემდეგ, შეიცვლება სახელიც - „რესპუბლიკა", რომელიც Societe Generale-ის შემოსვლის (2006 წ) შემდეგ შანარჩუნებული იყო.

 

როგორც იცით მიმდინარეობს კლიენტების ბაზის გაერთიანება, ამ დროისთვის IBAN-ის ანგარიშები იდენტიფიცირებულია, თუმცა რესპუბლიკას მომხმარებელს თიბისის არხიდან ნაშთის შესახებ ინფორმაციაზე ხელი ჯერ არ მიუწვდება. ბარათის გაუქმებაზე ინფორმირებულია.

 

ბანკომატები უკვე ინტეგრირებულია. თანხის განაღდების ერთიანი ტარიფი მოქმედებს. ფუნქციონალიც შეცვლილია. საბანკო პროდუქტები ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში გაიცემა.

 

ამ დროისთვის მომსახურების ქსელი თიბისის 120 და რესპუბლიკას 41 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი.

 

 

gbc.ge