geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:56
Google-ის მიხედვით, მილენიალი მშობლები განსხვავებულები არიან
2017-03-15 10:00:53
+
-

Google-ის ინფორმაციით, მილენიალი (დაახლოებით 1980-2000-ში დაბადებულები) მამები YouTube-ზე პატარა ბავშვებთან დაკავშირებულ ვიდეოებს დედებზე გაცილებით ხშირად უყურებენ. ამას კი გარკვეულმა სოციალურმა ცვლილებებმა შეუწყო ხელი.

 

McDonald's-ის ბრენდის მარკეტინგისა და ციფრული სტრატეგიების ხელმძღვანელის, აკაშ პათეკის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში მშობლები ოჯახში პასუხისმგებლობას უფრო და უფრო ხშირად ინაწილებენ. „ბეიბი-ბუმერებს (1946-1964-ში დაბადებულები) ოჯახში კლასიკური ფუნქციები ჰქონდათ მინიჭებულები, მილენიალები კი განსხვავებულად იქცევიან," აღნიშნა პათეკმა.

 

ძველ თაობებთან შედარებით, მილენიალ მშობლებს შვილებთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ. 10-დან 8 მშობლის განცხადებით, შვილი მათი საუკეთესო მეგობარია, 75%-ის განცხადებით კი, შვილები სახლში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ღებულობენ.

 

მილენიალი მშობლები სმარტფონებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს ინტერნეტში ეძებენ. სააგენტო DigitasLB-ის ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ ქრისვიკის განცხადებით, „უკანასკნელ ხანებში YouTube-სა და Google-ში მშობლები ეძებენ ინფორმაციას, თუ როდის უნდა მისცენ შვილს სმარტფონის გამოყენების საშუალება, ან გაუმხილონ ტელეფონის პაროლი. ამას კი ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადგან ჩვენს წინაშე ახალი აუდიტორია ჩამოყალიბდა," აღნიშნა ქრისვიკმა.