geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:38
Intel-ი თვითმავალი ავტომობილების ინდუსტრიაში კონკურენციას Tesla-ს გაუწევს
2017-03-15 10:00:17
+
-

Intel-მა მოულოდნელად ისრაელური ტექნოლოგიური კომპანია, Mobileye შეიძინა, რომელიც სენსორებსა და უპილოტო ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის დამზადებით არის დაკავებული. გარიგების ღირებულება $15 მილიარდს შეადგენს.

 

ამ გზით, Intel-ი კონკურენციაში ისეთ ბრენდებთან შედის, როგორებიც Tesla და Nvidia-ი არიან. Mobileye ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც General Motors-ი, Nissan-ი, Hyundai და BMW არიან. თავის მხრივ, Nvidia-ს მომხმარებლები Volkswagen-ი, Audi და Daimler-ი არიან.

 

გასულ წელს თვითმავალი ავტომობილის, Tesla Model S-ის მძღოლი ავარიაში გარდაიცვალა, რაც Tesla-სა და Mobileye-ს შორის ურთიერთობის გაწყვეტის საბაბი გახდა. მას შემდეგ ორი კომპანია მუდმივად კამათობს იმ საკითხზე, თუ რომელი კომპანიის მიერ შექმნილი უპილოტო ტექნოლოგია გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.

 

ნათელია, რომ Intel-სა და Mobileye-ის ალიანსი Tesla-სა და Nvidia-ს მძაფრ კონკურენციას გაუწევს. თუმცა ინვესტორების დიდი ნაწილი Tesla-ს გენერალურ დირექტორს, ელონ მასკსა და Nvidia-ს მხარს აქტიურად უჭერენ. Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება Nvidia-ს, კომპანიამ უკანასკნელი წლის განმავლობაში 224%-იანი ზრდა დააფიქსირა.

 

 

ავტორი: CNNMoney