geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:42
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ხელფასის დაზღვევის პროგრამა შეაჩერა
2017-03-15 12:00:00
+
-

„ჯიპიაი ჰოლდინგმა" ხელფასის დაზღვევის პროგრამა  შეაჩერა. როგორც "ჯიპიაი"-ში  "კომერსანტს" განუცხადეს, აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვები კომპანიამ დროებით შეაჩეარა, ამის მიზეზი კი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გახდა.როგორც სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, არსებული ხარვეზები ხელს უშლის „ჯიპიაი ჰოლდინგს" რისკის შეფასებაში და მის შესაბამის მართვაში.

 

კონკრეტულად რა ტიპის ხარვეზები გახდა მიზეზი და წინასაწარ ჰქონდა თუ არა კომპანიას იმის კვლევა ჩატარებული, გაამართლებდა თუ არა ახალი პროდუქტი, ამის საპასუხოდ კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი ხარვეზი დაზღვევასთან მიმართებაში ბევრია. „საერთოდ, დაზღვევასთან მიმართებაში ბევრი გაუმართავი რაღაც შეიძლება არსებობდეს. რთულია სრულფასოვანი იყოს პროდუქტი ჩვენთვისაც და დაზღვეულებისთვისაც. ხელფასის დაზღვევის პროდუქტი პრაქტიკაში სხვანაირი აღმოჩნდა, ანუ სხვა სიტუაცია წარმოიშვა"-აცხადებენ კომპანიაში.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგში" სხვა დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.

 

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა" ბაზარზე ხელფასის დაზღვევა 2016 წლის თებერვალში გამოიტანა. პაკეტის შეძენა შეეძლო ყველას, ვისაც ხელფასი მინიმუმ 300 ლარი ჰქონდა. აღნიშნული დაზღვევა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში 6 თვის მანძილზე ითვალისწინებდა.

 

მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი შეადგენდა 700 ლარს, შეგიძლოთ აგერჩიათ შესაბამისად 700 ლარი ყოველთვიური ლიმიტი, რა შემთხვევაშიც ჯამური ლიმიტის ოდენობა განისაზღვრებოდა 4200 ლარით (ანუ 700*6=4200), სადაზღვევო პრემია შეადგენდა 168 ლარს (ანუ 4200*4%=168), ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში 1 თვის პრემია შეადგენდა 14 ლარს (ანუ 168/12=14).

 

ავტოორი: სოფო ქსოვრელი