geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:36
ელონ მასკის მორიგი გამოწვევა - ელექტროსადგურის 100 დღეში აშენება
2017-03-14 10:00:17
+
-

Tesla-ს გენერალური დირექტორი ავსტრალიელ მილიარდერს, მაიკ კენონ-ბრუკსს შეუთანხმდა, რომ ავსტრალიის ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად ელექტროსადგურს 100 დღეში ააშენებს.

 

შეთანხმებას ერთგვარი სანაძლეოს სახე აქვს: თუ 100 დღეში მასკი ავსტრალიაში 100 მეგავატიან ელექტრო-ფერმას ვერ ააშენებს და ამავე პერიოდში მოსახლეობას გამომუშავებულ ენერგიას ვერ მიაწვდის, მაშინ სადგური სახელმწიფოს აბსოლუტურად უფასოდ გადაეცემა.

 

შტატ სამხრეთ ავსტრალიაში 1.7 მილიონი ადამიანია დასახლებული. შტორმის შედეგად ტერიტორიაზე გადამცემები დაზიანდა, რამაც ენერგოკრიზისი გამოიწვია.

 


მაიკ კენონ-ბრუქსმა ელონ მასკს განუცხადა, რომ იგი მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ეცდება, დაარწმუნოს ავსტრალიის მთავრობა პროექტისთვის თანხების გამოყოფასა და შესაბამისი ნებართვების გაცემის საჭიროებაში.

 

თავის მხრივ, სამხრეთ ავსტრალიის სენატორი, სარა ჰანსონ-იანგი მასკთან შეხვედრისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

 

ავტორი: CNNMOney