geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:32
Google-მა ტექნიკურ-მექანიკური სწავლების სფეროს საკვლევი პლატფორმა შეიძინა
2017-03-13 10:00:37
+
-

გამოცემა TechCrunchიტყობინება, რომ Google-მა შეიძინა ონლაინ-სერვისი „Kaggle", რომელზეც ტექნიკურ-მექანიკური სწავლებისა და მონაცემთა ანალიზის მეცნიერ-მკვლევართა შორის შეჯიბრებები იმართება.

 

იმავე წყაროს მიხედვით, Google-მა ხსენებული ოპერაციის შესახებ განცხადება სან ფრანცისკოში Google Cloud Next კონფერენციაზე გააკეთა, თუმცა Kaggle-ის შეძენის პირობები Google-ს წარმომადგენლებს არ გაუსაჯაროვებიათ.

 

„გვიხარია და გვეამაყება, რომ Google Cloud Platform-ის გუნდს შევუერთდით"- წერენ Kaggle-ის წარმომადგენლები თავიანთი კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.

 

TechCrunch-ის მიხედვით პლატფორმა Kaggle-ზე მონაცემთა ანალიზზე მომუშავე ასობით ათასი მეცნიერია დარეგისტრირებული. პლატფორმის შეძენა გააფართოვებს Google-ს წვდომას ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სპეციალისტებზე. გარდა ამისა, ეს გარიგება დაეხმარება Google-ს გაიმყაროს პოზიციები მონაცემთა კვლევის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის.

 

პლატფორმა „Kaggle" 2009 წლის აგვისტოშია დაფუძნებული. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ის საშუალებას აძლევს როგორც კომპანიებს და მკვლევარებს, ასევე სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებს გამოაქვეყნონ მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემები მოდელირების სფეროში, ხოლო მონაცემთა ანალიზის სფეროს პროფესიონალები „Kaggle"-ის პლატფორმაზე ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზის მოძებნაში.

 

 

ავტორი: rbc.ru