geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:51
10 ყველაზე სწრაფი თვითმფრინავი მსოფლიოში
2017-03-11 17:00:24
+
-

"საქაერონავიგაციის" ბლოგზე გამოქვეყნდა მსოფლიოში 10 ყველაზე სწრაფი თვითმფრივანის რეიტინგი.

 

გთავაზობთ ბლოგზე გამოქვეყნებული სწრაფი თვითმფრინავების რეიტინგს.

 

Lockheed SR-71 Blackbird

SR-71 გახლდათ სტრატეგიული ზებგერითი მზვერავი. მის ძირითად ღირსებებს წარმოადგენს ფრენის სიმაღლის, სიჩქარის, აჩქარების და სწრაფამწეობის მახასიათებელთა სიდიდეები, რომლებიც მის მთავარ იარაღს წარმოადგენდნენ რაკეტებისგან თავის დაღწევის საქმეში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3920კმ/სთ-ია (3.2 მახი).

 

Mikoyan MiG-25 Foxbat

უსწრაფესი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლის მაქსიიმალური სიჩქარე 3920კმ/სთ (3.2 მახი) იყო.

 

Sukhoi Su-27 Flanker

Su-27 არის ორძრავიანი ზემანევრული გამანადგურებელი, რომელიც შეიქმნა საჰაერო ბატონობის და თავდაცვის მოსაპოვებლად ამერიკული ბომბდამშენებისგან. მისი მაქსიმალური სიჩქარე - 2879კმ/სთ (2.35 მახი).



General Dynamics F-111 Aardvark

სიაში შემდეგია ამერიკული ტაქტიკური ბომბდამშენი F-111, რომელიც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო თვითმფრინავი ისტორიაში. F-111 საბრძოლო დატვირთვა 14290კგ შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 3063კმ/სთ-ს (2.5 მახი).



North American X-15

X-15 აშშ-ს ექსპერიმენტული თვითმფრინავ - რაკეტოპლანია. 40 წლის განმავლობაში ერთადერთი პილოტირებული ჰიპერბგერითი საფრენი აპარატი, რომელმაც კოსმოსური ფრენები განახორციელა. მისი სიჩქარე 7200კმ/სთ-ია. Х-15 ძირითადი მისია გახლდათ ფრენის პირობების შესწავლა ჰიპერბგერითი სიჩქარეების დროს, შემოწმება/დაკვირვება ფრთოსანი აპარატების ატმოსფეროში შემოსვლისას და ახალი კონსტრუქტორული გადაწყვეტების შეფასება.



McDonnell Douglas F-15 Eagle

F-15 ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3063კმ/სთ-ია. 100ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან, მას არცერთი არ წაუგია, ამიტომ F-15 ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად.



Mikoyan MiG-31 Foxhound

MiG-31 დანიშნულება საჰაერო ძალების განადგურება გახლდათ. ის იყო უმაღლესი ზებგერითი გზაგადამჭრელი და ბომბდამშენი თვითმფრინავი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3467კმ/სთ-ია ( 2.83 მახი).



XB-70 Valkyrie

უნიკალური ექვსძრავიანი თვითმფრინავი, რომელსაც ერთბაშად 240000 კილოგრამის დაძვრა 3700კმ/სთ_ით შეეძლო.



Bell X-2 Starbuster

შეიქმნა ფრენის თავისებურებების შესასწავლად მაღალ სიჩქარეებზე. მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 3200კმ/სთ, რის შემდეგაც მალევე გამოვიდა მწყობრიდან, დიდი სიჩქარით შეეჯახა მიწას და განადგურდა.



Lockheed YF-12

ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე დიდი გამანადგურებელი, რომლის სიჩქარე ყველაზე მაღალ სიმაღლეზე 4165კმ/სთ აღწევდა.


"ბანკები და ფინანსები"