geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 12:40
ზურაბ ალავიძე სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
2017-02-17 15:59:24
+
-

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მისიის წევრები ზურაბ ალავიძესა და მინისტრის პირველ მოადგილეს - ირაკლი მატკავას შეხვდნენ.

 


სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოს რეგიონების განვითარების მნიშვნელობასა და იმ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება.

 

 


სტუმრები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხით, ასევე - რეგიონებში წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა აქტივობებით დაინტერესდნენ.

 

 


როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სავალუტო ფონდის მისიამ მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.