geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:17
საქართველოს ბანკი Mastercard ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწროს
2017-02-16 14:11:51
+
-

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად, ექსკლუზიური აქციის დაწყების შესახებ. მომხმარებელს ვინც, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა.

 

30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინიდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გათამაშების მთავარი პრიზი - 2 კაციანი საგზური უეფას ჩემპიონთან ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე, გადაეცემა. აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში სტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს.

 

აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები. აქციის ფაგრგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზებით.