geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:17
2017 წლის იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობამ 83.9 მლნ დოლარი შეადგინა
2017-02-15 12:42:44
+
-

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.1 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.

 

2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.9 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

 

 

 

ავტორი: "კომერსანტი"