geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:17
ვენაში პირველი ბიტკოინ-ბანკი გაიხსნა
2017-02-14 10:00:26
+
-

ვენაში პირველი ბიტკოინ-ბანკი გაიხსნა, სადაც ევროთი ბიტკოინის შეძენაა შესაძლებელი (და პირიქით). ინფორმაციას RT- ავრცელებს.

 

ბანკში კონვერტაციის შესასრულებლად მომხმარებელს 27-34 სიმბოლოსგან შემდგარი ბიტკოინ-მისამართი უნდა ჰქონდეს. კლიენტებს ეძლევათ გარანტია, რომ მათ მიერ განხორციელებული ტრანზაციები ანონიმურია.

 

ბიტკოინ ბანკი ბერლინში არსებული ბიტკოინ-სტარტაპის, BitTrust-ის მიერ არის გახსნილი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდალენა ისბრანდტის განცხადებით, ციფრული ვალუტით განხორციელებული ფულადი ოპერაციები გაცილებით სწრაფი და უსაფრთხოა. ამასთან, არ არსებობს მესამე მხარე - ეს კი გულისხმობს იმას, რომ ფული ერთი ობიექტიდან პირდაპირ მეორეს გადაეცემა.

 

ასოციაცია Bitcoin Austria-ს ხელმძღვანელის, ანდრეას პეტერსონის განცხადებით, კრიპტოვალუტის მთავარი დადებითი მხარე ანონიმურობაა: „როდესაც გადახდას ბიტკოინით ვაწარმოებ, იზრდება დაცულობის შეგრძნება და ვერავინ იგებს ჩემი საბანკო ბარათის მონაცემებს," აღნიშნა მან.

 

სამი წლის წინ ვენაში პირველი ბიტკოინ-ბანკომატი გაიხსნა. დღეს კი ბიტკოინით გადახდა ავსტრიის დედაქალაქის 20-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი.

 

 

ავტორი: RT.com