geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:27
მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილებით მაღალპროცენტიანი ონლაინ სესხების ბიზნესის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა
2017-01-12 13:30:35
+
-

 

ფინანსთა მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ონლაინ სესხების შესახებ რეგულირების დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას უკან დაუბრუნა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები უკვე შესულია და ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ.

 

"ჩანაწერი "ონლაინ სესხი" ასეთი რამე არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსში რაც ჩაიწერა არის ის, რომ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი როგორც გაცემის, ისე დაფარვის, ჯარიმის, საურავის, ჯამურად წლიურად, არ უნდა აღემატებოდეს 150%-ს, რაც იმ ბიზნეს მოდელს, რაც გვქონდა საქართველოში ე.წ ონლაინ სესხების ნაწილში არ აძლევს შესაძლებლობას წარმატებით გააგრძელონ ფუნქციონირება. თუმცა, კომპანიები, რომლებიც გადაკეთდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, რისკებს დააზღვევენ, ისინი დარჩებიან ბაზარზე და გააგრძელებნ საქმიანობას",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

საქართველოში ონლაინ-სესხების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორიოდე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა. მაშინ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებში პრემიერის ამ ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდეს და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება პრაქტიკულად, შეუძლებელია. მოგვიანებით მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების აკრძალვა გადაიფიქრა. პარალელურად, იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის 100%-იან ზედა ჭერი დაწესდებოდა, მოგვიანებით ეს 150%-მდე გაიზარდა. თუმცა 150%-იან განაკვეთზეც ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს მუშაობა გაუჭირდებათ და ისინი ფაქტობრივად, იძულებული იქნებიან ან დაიხურონ, ან კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"