geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 05:19
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს LIBE-ს კომიტეტი დღეს განიხილავს
2017-01-12 11:30:08
+
-

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს დღეს უყრის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) „ტვიტერის" გვერდზე.

 

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

 

როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

 

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

 

„ინტერპრესნიუსი“