geo eng rus
სამშაბათი, 24 იანვარი, 2017. 09:07
გამყრელიძე: GEPHA ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტი კომპანიების პოზიციებს შეარყევს
2017-01-12 10:50:26
+
-

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას პროგნოზირებს, რითაც მოგებული მომხმარებელი დარჩება.

 

GHG-ის შვილობილი, ფარმაცევტული ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) გეგმებზე, ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესკონტაქტთან" ისაუბრა.

 

ამბობს, რომ ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე 2 დომინანტი კომპანიის პოზიციებს შეარყევს და არსებულ სუსტ კონკურენციას გაამძაფრებს.

 

„უფრო კონკურენტული ბაზარი, ლოგიკურად, წარმოშობს უკეთეს შეთავაზებებს და უკეთეს ფასებს მომხმრებლისთვის და ამას უნდა ველოდოთ", - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ კომპანია კომბინირებული, დიდი შესყიდვებით მასშტაბის ეკონომიას მიიღებს, რაც გამოიხატება იმაში,რომ მომწოდებლებისგან უკეთესი ფასები ექნებათ და ეს მომხმარებლისთვის უკეთეს ფასებში აისახება.

 

კომპანიაში ამბობენ, რომ GEPHA -ში გაერთიანებული ჯიპისი და ფარმადეპო არსებულ ნიშნებს შეინარჩუნებს და გააძლიერებს. კერძოდ, ჯიპისი იქნება მეტად კონცენტირებული პარაფარმაციასა და კოსმეტიკაზე, მაშინ როდესაც ფარმადეპო უფრო კლასიკური აფთიაქის ჭრილში იმუშავებს.