geo eng rus
სამშაბათი, 24 იანვარი, 2017. 09:08
ბრიტანელებმა, პორტუგალიაში უძრავი ქონების გაყიდვა გაახშირეს
2017-01-11 14:00:00
+
-

სულ რამდენიმე კვირა იყო გასული ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმიდან ევროკავშირიდან გასვლაზე, როცა პიტერ ტომპსონმა, ბრიტანელმა, პროფესიით ჯანდაცვის კონსულტამტმა, გაყიდა თავისი კუთვნილი ორი სახლიდან ერთერთი, პორტუგალიის ქალაქ ტავირაში, ალგავრეს რეგიონში. ბრიტანელმა მაშინ გადაწყვიტა მოგება ენახა ბრიტანული ფუნტის გარდუვალ დაცემაში ევროს მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში, რომელშიც ვკითხულობთ:

 

 


პიტერ ტომპსონი და მისი მეუღლე წელიწადში ექვს თვეს ცხოვრობენ ბრიტანეთში, დანარჩენ ექვს თვეს კი - პორტუგალიაში ატარებენ, სადაც მათ 2015 წლის მიწურულს სხვა ბრიტანელისგან მეორე უძრავი ქონება შეიძინეს ალგავრეს რეგიონში. ხსენებული ქონება ყოფილმა მფლობელმა ცოლ-ქმარს მიყიდა დისკონტით მას შემდეგ რაც გამოცხადდა რომ ბრიტანეთში რეფერენდუმი გაიმართებოდა ევროკავშირიდან გასვლასა თუ მასში დარჩენაზე. 59 წლის ტომპსონმა და მისმა მეუღლემ როცა გაყიდეს თავიანთი ქონება, მათ სათავისოდ გამოიყენეს ევროსთან მიმართებაში ბრიტანული ფუნტის დაცემა 10-თ პროცენტზე მეტად.

 

 


"ჩვენ არ გვჭირდებოდა ორი სახლი პორტუგალიაში" - ამბობს პიტერ ტომპსონი და აქვე დასძენს: "ჩვენ დროულად გავყიდეთ ეს ქონება, რამეთუ ამან საშუალება მოგვცა კაპიტალიზაციისა ბრიტანული ფუნტის დასუსტების გამო".

 

 


და მართლაც, "ბრექსიტის" რეფერენდუმის შემდგომ პერიოდში ბრიტანული ვალუტის მკვეთრმა დაცემამ გააქტიურა პორტუგალიაში მეორე სახლის მფლობელები, რომლებიც ზოგჯერ დისკონტით ჰყიდნენ თავიანთ ქონებას და მაინც მოგებას ნახულობდნენ გარიგებაში.
უნდა ითქვას რომ პორტუგალიაში ამგავრი აქტიურობა შეიმჩნეოდა განსაკუთრებით ალგავრეს რეგიონში, რომელიც ფავორიტი ადგილია ბრიტანელი მყიდველებისა და ვიზიტორებისთვის. სამაგიეროდ, დღეს, სწორედ ამ რეგიონში გააქტიურდნენ ფრანგები, რომლებიც ბრიტანულ ფუტთან მიმართებაში გამყარებულ ევროს იყენებენ ბრიტანელებისგან ქონების შესასყიდად.

 

 

 

"რეფერენდუმის შემდეგ, 12 პროცენტით დაეცა ბრიტანული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. სანამ რეფერენდუმი გაიმართებოდა, პორტუგალიის ზემოხსენებულ რეგიონში - ალგარვეში რაოდენობრივად ბრიტანელები უცხოელი მყიდველების 80 პროცენტს აღწევდნენ. დღეს მათი რაოდენობა განახევრდა, შესამჩნევად იკლო ბრიტანელი კლიენტების რიცხვმა რომლებიც ადგილობრივად უძრავი ქონების შეძენას ეწევიან.

 

 


ამჟამად, პორტუგალიაში იზრდება უძრავი ქონების ფასები. ცხადია, ევროს სიძლიერე ბრიტანული ფუნტის მიმართ, დამატებით სტიმულს აძლევს ბრიტანელებს გაასაღონ თავიანთი უძრავი ქონება პორტუგალიაში და საკმაოდ სარფიანად და მართლაც, გასული წლის მესამე კვარტალში, არსებული სახლების ფასთა ზრდამ 9 პროცენტს გადააჭარბა. ამგვარი რამ არ ყოფილა 2009 წლის შემდეგ.

 

 

 

რა თქმა უნდა, პორტუგალია კვლავინდებურად იზიდავს ბრიტანელებს, რომლებსაც უყვართ მზიანი ამინდები, ზღვის ქვიშიანი სანაპიროები და გოლფის თამაში. მაგრამ, პორტუგალიაში გასულ წელს ბრიტალებს გადააჭარბა ფრანგი მყიდველების რაოდენობამ, რომლებსაც ასევე იზიდავს ჩამოთვლილი ზემოხსენებული. 

 

 

 

როგორც ადგილობრივ უძრავი ქონების სააგენტოებში მიაჩნიათ, ათეული წლების წინ შეძენილ ქონებას ბრიტანელები ამჯამად სარფიანად ჰყიდიან, რამეთუ ჩათვალეს რომ სწორედ ახლაა ყველაზე ხელსაყრელი დრო მათ კუთვნილებაში არსებული ქონების ლიკვიდაციისთვის.

 

 


შესაძლოა, ასეთი თვალსაზრისი საკმაოდ გამართლებულიც იყოს, რამეთუ წელს მოელიან პორტუგალიაში უძრავი ქონების შემდგომ გაძვირებას 5 პროცენტით. ზემოაღნიშნულ ქალაქ ტავირაში პენტხაუზის ტიპის ორ საწოლოთახიანი ბინა უკვე 255,000 ევრო ღირს.

 

 


ერთერთი ადგილობრივი კომერსანტის თქმით, ალგარვეს რეგიონი იმითაც იზიდავს უცხოელ მყოდველებს, რომ მან არ გაიარა მშენებლობის ბუმისა და ფასთა მკვეთრი დაცემის ციკლები, რასაც ადგილი ჰქონდა მეზობელ ესპანეთში. შესაძლოა ამით აიხსნას ბრიტანელი ცოლ-ქმრის ტომპსონების სურვილი შეინარჩუნონ საკუთრებაში დარჩენილი მეორე სახლი" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი