geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:54
საკონსერვო კომპანია „კულა" თევზის და ხორცის კონსერვებს ერთ თვეში გამოუშვებს
2017-01-12 10:00:02
+
-

საკონსერვო კომპანია „კულა" თევზის და ხორცის კონსერვებს ერთ თვეში გამოუშვებს,ამავე პერიოდში მოხდება პროდუქციის სავაჭრო ქსელში შეტანა.როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „კომერსანტთან" განმარტავს, საწყის ეტაპზე წარმოებული იქნება საქონლის ხორცის კონსერვი,მარტისთვის კი ბაზარზე თევზის კონსერვიც გაჩნდება. სამომავლოდ დაგეგმილია ჩაქაფულის კონსერვის გამოშვებაც.



გოგლიძის ინფორმაციით, კონსერვები 400 გრამიან თუნუქის ქილაში იქნება. რაც შეეხება ფასს, გოგლიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს.თუმცა, ფასის დადებაში განმსაზღვრელი თებერვალში არსებული ლარის კურსი იქნება.



კომპანიას აღნიშნული ხაზის ამოქმედება ჯამში 2 მილიონი ლარი დაუჯდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს.



შეგახსენებთ, კომპანია „კულამ" ახალი ქარხანა გორის რაიონში, სოფელ კარალეთში გახსნა.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი