geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:50
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,2%-მდე გაზარდა
2017-01-11 11:30:06
+
-

 

მსოფლიო ბანკი საქართველოში ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას წელს, 5,2%-მდე ელის. ახალ ანგარიშში Global Economic Prospects, საქართველოსთვის პროგნოზი გაუმჯობესებულია, წინა შეფასებასთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით. 2018 წელს მშპ-ს ზრდა 5,3%-ის ნიშნულზე, 2019 წელს კი, 5%-ზეა ნავარაუდევი.

 

წინა ანგარიშში მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2017 წლისთვის იყო 4,5%-ს, 2018 წლისთვის კი 5%-ს.

 

საქართველოს მთავრობა კი 2017 წლისთვის 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2018-2019 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ია, ხოლო 2020 წლის 5.5%.