geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:25
მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს
2017-01-11 10:28:30
+
-

მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, ოთხი წლის განმავლობაში, 800 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება.

 

"12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის საპროექტო სამუშაოებს შევისყიდით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მის განხორციელებას უკვე იანვარში ვიწყებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.