geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 06:04
ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის და მაკროეკონომიკური მიმოხილვების გამოქვეყნება დაიწყო
2017-01-11 10:00:11
+
-

ეროვნულმა ბანკმა, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის, საფინანსო და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო - საფინანსო სექტორის და მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვების, შესაბამისი ცხრილებით და დიაგრამებით.

 


სექტორის მიმოხილვა მოიცავს სესხების დინამიკას, მოცულობის, სექტორების მიხედვით, განაკვეთების ტრენდს სასურველი პერიოდის ჭრილში.

 


პორტფელის წლიური ზრდის მაჩვენებელი, 2016 წელს, 2015-თან შედარებით შემცირებულია 13.1%-მდე (2015 - 23.5%). საცალო სესხების წილი გაზრდილია 8.6%-მდე (2015 წ -3.9%), მათ შორის სამომხმარებლოს 4.4%-მდე (2015 წ - 1.7%) , იპოთეკური 4.1%-მდე (2015 წ -1.2%).

 


ბიზნესესხების ზრდაში 1%-იანი წილი აქვს ვაჭრობის დაკრედიტებას, მშენებლობაზე მოდის 1.4% (2015 წ -1.6%; 0.4%).
მიმოხილვის გაცნობა ყველას შეუძლია. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo