geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:34
ბოლო 4 წელიწადში საქართველოს დერეფანმა 6 მილიონი ტონა ტვირთი დაკარგა
2017-01-11 10:00:18
+
-

გასული წლის 11 თვეში საქართველოს დერეფანში 38,3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წლიურად კლებაა 4.4%-იანი, 2012 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, კი, დერეფანმა 6,4 მლნ ტონა ტვირთი დაკარგა.

 

უმნიშნველოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია საავტომობილო გადაზიდვები 27,4 მლნ ტონამდე, 2012 წლიდან 1,2 მილიონით არის ამ მიმართულებაზე ტვირთბრუნვა გაზრდილი. მკვეთრად გაიზარდა საჰაერო ტვირთებიც 13 000-დან 28,9 ათასამდე.

 

სარკინიგზო გადაზიდვები კი, 13 მილიონიდან 10.9 მილიონამდე შემცირდა.

 

რაც შეეხება საზღვაო პორტებს და ტერმინალებს, 11 თვის ტვირთბრუნვამ 16.1 მლნ შეადგინა, 1.5 მილიონით ნაკლები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

 

ამ პერიოდში ფოთის პორტი 5,8 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, ბათუმის ნავსადგური 5.1 მილიონს, სუფსის ტერმინალმა 3.8 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, ხოლო ყულევის ტერმინალმა 1.5 მლნ ტონა.

 

ამავე პერიოდში ბათუმის ნავსადგურმა 46 728 კონტეინერი გადაამუშავა (2015.11 - 49 615 TEU), ფოთის პორტმა კი, 256 475 (2015.11 293 315 TEU).


gbc