geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:51
2016 წელი თურქეთის ტურისტული ინდუსტრიისთვის, ისტორიაში ყველაზე რთული აღმოჩნდა
2017-01-10 20:00:39
+
-

თურქულმა კურორტებმა 2016 წელი შეაფასეს როგორც ყველაზე მძიმე ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ისტორიაში. დანაკარგებს ითვლიან სტამბოლში, ანტალიაში, ბოდრუმში.

 

ანტალიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2016 წელს კურორტზე ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 45%-ით შემცირდა და 2004 წლის დონეს მიაღწია.

 


კრიზისი დარგში გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ტერაქტებმა, უსაფრთხოების პრობლემებმა და რუსეთთან დაძაბულმა ურთიერთობამ. 2016 წელს ანტალიაში დაისვენა 500 000 რუსმა ტურისტმა, რაც 7-ჯერ ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.

 

 

ბოდრუმმა დაკარგა ვიზიტორთა 43,4% - 2016 წელს კურორტს ეწვია 453 000 უცხოელი ტურისტი, 2015-ში კი - 797 000. ყველაზე საგრძნობი აღმოჩნდა დანაკარგი რუსეთის მიმართულებაზე - 90,74% - ბოდრუმში 2016 წელს ჩავიდა მხოლოდ 4 000 რუსი ტურისტი.

 

 

სტამბოლში ტურისტების კლება აღინიშნება პირველად 16 წლის მანძილზე. 2016 წელს ქალაქმა მიიღო 9, 2 მლნ. ტურისტი, რაც 26%-ით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს. ყველაზე შესამჩნევი იყო ვარდნა აშშ-ს (-43%) და რუსეთის (-39%) მხრიდან.

 

 

2014 წლის მონაცემებით, თურქეთის ტურისტული ინდუსტრია მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებდა და ყოველწლიურად 40 მილიონ ვიზიტორს იღებდა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმს თურქეთის ეკომიკაში 5%-იანი კონტრიბუცია შეაქვს.

 

 

ინდუსტრიაში 2 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების 8%-ს შეადგენს. ევრომონიტორის მონაცემებით, თურქეთს ყველაზე ხშირად გერმანელი, რუსი და ბრიტანელი სტუმრობენ სტუმრობენ.

 

ავტორი: gazeta.ru