geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 06:04
General Motors-ი ტრამპის კრიტიკის მიუხედავად გეგმებს არ შეცვლის
2017-01-12 10:00:35
+
-

Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებლის, General Motors-ის გენერალური დირექტორის, მერი ბარას განცხადებით, კომპანია დონალდ ტრამპის კრიტიკის მიუხედავად თავის გეგმებს მაინც განახორციელებს. ცნობილია, რომ General Motors-ს თავისი წარმოების გაფართოება აშშ-ის საზღვრებს გარეთ, კონკრეტულად კი მექსიკაში სურს.

 


ბარამ ასევე აღნიშნა, რომ მექსიკაში მხოლოდ Chevrolet Cruze-ს ჰეჩბექის წარმოება დაიწყება, ხოლო Chevrolet Cruze-ს სედანის წარმოება აშშ-ში, ოჰაიოში განხორციელდება.

 

General Motors-ის ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანია მზად არის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ტრამპის მოსაზრებები გაითვალისწინოს. „ჩვენ ძალიან გვინდა რომ გავხდეთ იმ გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ბიზნესსა და სამრეწველო ინდუსტრიას," აღნიშნა მან.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი GM-ი მექსიკაში ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, საბაჟოზე კომპანიას გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევს.

 

 

 

ავტორი: gazeta.ru